საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90442

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომაზე წაიკითხეს მოხსენება ალექსანდრე ხახანაშვილის დასაფლავებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო საათაშვილმა პიესა „დასჯილი“ ქართულად თარგმნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაზეთ „მნათობის“ ყოფილი რედაქტორის, რაჟდენ ვაჭრიძის საქმე უნდა განეხილათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. ტ. ბალანჩივაძისა ექიმი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კალისტრატე ნიკოლოზ ძე ჩიკვაიძე ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თათარიშვილს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ვაჭრიძე უწინ გაზეთ „მნათობის“ რედაქტორი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძუკუ შავდიას 6 წელი კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ირაკლი თოფურიძე სენაკის მაზრის საარჩევნო კრების თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ემუხვარს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სერგო გერსამიამ გამოაქვეყნა სტატია „ქალთა წრე“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილარიონ ზაქარაიას თავისი სახლის დაწვის განზრახვა ედებოდა ბრალად. მას ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო ღამაიას გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ წივწივაძეს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურის ბოქაულმა სოფ. ფარცხმის მოსახლეობას ყაჩაღ ფ. ბერძენიშვილის დაჭერაში დახმარება სთხოვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბერს ზუგდიდის მაზრაში მცხოვრები ბიქტორ კედია საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჩიჩუა დეპუტატების ამომრჩევლების სიიდან ამორიცხეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „დეპუტატი“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაიანის სტატია „სოციალ-დემოკრატების დამარცხება ბანძის არჩევნებში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე სოლომონ მიქელაძემ განაცხადა, რომ მისი სახელი უნებართვოდ იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლადო ბზვანელის წერილები „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ წიგნად იბეჭდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის ქუთაისის არჩევნებში ლეო ნათაძემ კიტა აბაშიძეზე მეტი ხმა მიიღო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე ევგენი მიხეილის ძე კრინიცკიმ მთავარ გამგეობას ქართული სკოლის შესანარჩუნებლად 3000 მანეთის სესხი სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მევენახეობისა და მეღვინეობის კომიტეტი უნდა გახსნილიყო. კომიტეტის უფროს სპეციალისტად კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს ნიშნავდნენ.