რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლიდან შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ანანია სალუქვაძის მიერ შექმნილი ჯარისკაცთა საორგანიზაციო წრის პირველი კრება 1912 წელს მოიწვიეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 5635 მანეთს, ხოლო გასავალი – 5535 მანეთსა და 98 კაპიკს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სამკითხველოდან წიგნები 1764-ჯერ გაიტანეს წასაკითხად. მკითხველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ლიტერატურული ნაწარმოებების, საყმაწვილო და საისტორიო წიგნების მიმართ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 29 დეკემბერს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მენარდე ლუჩიანო დე ბლასი ითხოვდა ანაზღაურების დარჩენილ ნაწილს – 2000 მანეთს. პეტრე მამრაძის აზრით, ჯობდა მისთვის 1 000 მანეთი მაშინვე და 1 000-იც სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გადაეხადათ. მისი ეს წინადადება გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მოიწონა.
1911
ტიპი: მფლობელობა
სატიტულო ფურცლის მონაცემებით, ლ. ო. დე ბლასის ფილების ფაბრიკა მხატვრულ-დეკორატიულად ამუშავებდა მოზაიკურ, ხელოვნურ მარმარილოს, გრანიტს, ქვასა და სხვა მასალას. მისამართი: თბილისი, მიხეილის გამზ., №127.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 28 დეკემბრის განცხადებაში ლუჩიანო დე ბლასი ქ. შ. წ. კ. გ საზოგადოებას სთხოვს ერთიანად გადაუხადონ კუთვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი (2000 მან.), რათა უფრო გააქტიუროს საქმიანობა. ამასთან, დასძენს, რომ მას უკვე კარგა ხნის გამზადებული აქვს ყველაფერი, მაგრამ ადგილზე არ ადგმევინებენ, რის გამოც დროც ეკარგება და მატერიალურადაც ზარალდება.
1911
ტიპი: გარდაცვალება
1911 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 7 დეკემბერს ქართველთა სორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას აცნობა, რომ თელავის ქართულ სკოლას უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოების სანიმუშო პროგრამით, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გაბრიელ ბურჭულაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ბათუმის განყოფილებას ორჯერ უთხოვია გამგეობისთვის გადაეცათ ის 952 მანეთი, რომელიც საზოგადოებას დავით ეპისკოპოსმა შესწირა ბათუმში მაჰმადიანთათვის სკოლის დასაარსებლად. საკითხი გამგეობამ 1911 წლის 6 დეკემბერს განიხილა და იპოლიტე ვართაგავას დაავალა, რომ ეპისკოპისი დავითისთვის ეცნობებინა მათი დადებითი პასუხი სკოლის გახსნის თაობაზე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 დეკემბერს ლუჩიანო დე ბლასიმ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაოებისთვის 1 000 მანეთი მიიღო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 2 დეკემბერს ქსენია ბეჟანიშვილი ქუთაისის დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. მას სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ყველა ნამსახური წელი, გარდა საბავშვო ბაღში სამსახურისა.
1911
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1911 წლის 25 ნოემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი სათვისტომოს მატერიალურად ყველაზე შეჭირვებული წევრი იყო: წვრილშვილის პატრონს არავინ ჰყავდა ხელის მომმართავი (ბეჭდითა და ხელმოწერებით ადასტურებენ სათვისტომოს თავმჯდომარე შალვა გოგებაშვილი და მდივანი გედეონ მეფარიშვილი).
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს გედეონ მეფარიშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მდივანი იყო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს შალვა გოგებაშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიელთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო, ცხოვრობდა მისამართზე: ტურგენევის ქ., სახლი №1, ბინა 19.

