რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ივნისს ბრალდებულ იოსებ ლაღიაშვილს საბრალდებო ოქმის ასლი გადასცეს. მან უფლებადამცველად ნაფიცი ვექილი ე. მ. ტურკევიჩი აირჩია.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავდა სამხედრო კანონების მიხედვით და მას ერთი დღე ჰქონდა თავის დასაცავად მოწმეების მოსაწვევად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალდებული ლაგიევის საქმის განხილვის დროს სასამართლოს თავმჯდომარე იქნებოდა სამხედრო მოსამართლე ფ. ვ. იაჩევსკი, ბრალმდებელი – ი. ა. ორნატსკი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის მიერ თავის დასაცავად 14 მოწმე სამხედრო სასამართლომ დაიბარა. საქმის განხილვა 16 ივნისს დაინიშნა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიე ეროვნებით ფრანგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფ. ვ. იაჩევსკი იყო სამხედრო მოსამართლე და მას ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ორნატსკი იყო სამხედრო პროკურორის თანაშემწე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში დანიშნული იყო სომხური წარმოდგენა, სადაც ითამაშებდნენ „ჰამლეტს“ და მთავარ როლს ადამიანი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ საქართველოში ოდითგანვე აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმე იყო. მამაკაცებს საოჯახო საქმეები: ხვნა-თესვა, საქონლის მწყემსვა, ნადირობა, მტრის მოსაგერიებლად და სალაშქროდ გასვლა და სხვ. არ აძლევდა დიდი ხნით შინ დარჩენის საშუალებას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 მარტს მოსკოვში გაიმართა არქელოგიური საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო პ. ს. უვაროვისა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება ყველაზე მეტად უნდა განიცდიდეს თავიანთი წევრების საქმეების მიმართ გულგრილობას, რადგან სწორედ ამ ორი საზოგადოების ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული ხალხის წარმატება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.

