საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 2 ივნისს მეორე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვლადიმერ ხავთასი არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატი სიმონ ცხონდია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სევერიანე ჭყონია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი დიდი საღამო.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში მუშა გიორგი ცქიფურიშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში პოლიტპატიმარი, მეჩექმე ტრიფონ სამხარაძე რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 29 მარტს მაქსიმე ფოცხიშვილი დააპატიმრეს და დაამწყვდიეს სოხუმის ჩეკას ცინკით ამოჭედილ პატარა საკანში, რომელშიც მიუშვეს წყალი და იქ ჰყავდათ რამდენიმე დღე, შემდეგ გამოიყვანეს და სცემეს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 17 მარტს, 12 საათზე, ისიდორე პერტაიას გამომძიებელმა ტოლსტოვმა სოხუმის ჩაკაში ორი ჩეკისტის დახმარებით „დაკითხვის“ დროს სცემა. სამ ადგილას და შუბლზე ეტყობოდა შრამები.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

ისიდორე პერტაია დააპატიმრეს 1927 წლის 16 მარტს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმ პერიოდს იხსენებდა, როდესაც ნინო ქიქოძე მას სკოლაში ასწავლიდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 26 თებერვალს მუშა სიმონ მათითაიშვილი დააპატიმრეს, სოხუმის ჩეკაში სამჯერ სცემეს, მერე ბნელ კარცერში ჩააგდეს და 6 კვირა იქ ჰყავდათ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს დათიკო სიხარულიძე დააპატიმრეს და 45 დღე სოხუმის ჩეკას კარცერში ჰყავდათ, აქედან 15 დღე – სიბნელეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს იორდანე ლომინაძე დააპატიმრეს და სოხუმის ჩეკაში ჩასვეს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 17 იანვარს აკაკი ჩხენკელმა წერილი გაუგზავნა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. მან მადლიერება გამოთქვა 26 იანვარს სადილზე მიპატიჟებისთვის და აცნობა მათ, რომ წვეულებას ვერ დაესწრებოდა მისი მეუღლე მაკრინე ჩხენკელი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ირ-აღ ხან ზახირი იყო სპარსეთის გენერალური კონსული თბილისში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გ. გოგეჩია საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივანი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მეჰმეთ შუქრი კაია ოსმალეთის მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მოედინ სურმანიძე აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს კ. მეგრელიძე ცენტრალური კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მიხეილ კახიანი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 2 მაისს გარდაიცვალა მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს, მერვე შრომის პედაგოგიური საბჭოსა და მშრომელთა დამხმარე კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჭოხონელიძე.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ი. ადამიძე მსროლელთა პირველ ქართულ ლეგიონს მეთაურობდა.