რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; გამგეობას თბილისის სახალხო სკოლების დირექტორმა შეატყობინა, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა სოფელ შრომაში გაეხსნათ საზოგადოების სკოლა, რადგან ამ სოფლის ყრილობის დადგენილების თანახმად იქ უნდა გახსნილიყო სამინისტრო სასწავლებელი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში მწერალმა და ჟურნალისტმა აკაკი პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში საჯარო ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ორიენტალისტმა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია „მეგრული ენა და მისი შესწავლის ისტორია“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ექიმმა სლოვკინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ციების შესახებ ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მარტს ვასილ ეგიაზაროვს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მშენებლობისთვის საჭირო მასალაში 80 მანეთი გადაუხადეს, გადასახდელი დარჩათ 24. 02 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბორჯომის განყოფილების 29 იანვრის არჩევნები წესდების დარღვევის გამო გააუქმა. ახალი არჩევნები 15 აპრილს დაინიშნა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 30 მარტს ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ ასლანის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სახაზინო პალატის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1912 წლის 29 მარტს ხაზინაში შეუტანია 72 მანეთი – იაკობ გოგებაშვილის ანდერძის სამემკვიდრეო ბაჟი (ხელმომწერი – სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი).
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 23 მარტს შევსებული ანგარიშსწორების ფურცლის სატიტულო მონაცემებით, 1-ლი გილდიის ვაჭარს – ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვს – ეკუთვნოდა 1802 წელს დაარსებული ფირმა (სორტული ფურცლოვანი რკინა, ფოლადისა და ბრინჯაოს ნაკეთობა, წყალსადენი მილები, მავთულის წკირები, კავეული, ელექტროხელსაწყოები, ინგლისური, ფრანგული, ამერიკული საქონელი, პორტლენდის ცემენტი, მშრალი საღებავები), რომელსაც თბილისში ჰქონდა: მთავარი მაღაზია (სალდათის ბაზარი, ტელ.: N 311), ფილიალი (მაიდანი, ტელ.: N 814) და საწყობი (ჩერქეზიშვილის ქ., ტელ.: N 189).
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 23 მარტს ა. იორდანოვის სახელზე გამოწერილი ქვითრის თანახმად, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვის მაღაზიაში სამშენებლო იარაღებისა და დეტალების – ამერიკული ბურღები, ლითონის კბილაკები, ყრუ ჭანჭიკები, მავთულები – შეძენა 104 მანეთი და 02 კაპიკი დაჯდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მეთხუთმეტე სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის კრების დადგენილებები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოებას გააცნო ბესარიონ ნიჟარაძის წინადადება, რომ შეეძინათ მისგან ხელნაწერი სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დავით კარიჭაშვილს ჰქონია შემოწმებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 21 მარტს ღების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მიხეილ თედორეს ძე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გააკეთეს განცხადება ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. განცხადება გულისხმობდა, რომ საკვიტანციო წიგნში უნდა ჩაეწერათ ყველანაირი სახის შემოსავალი, შემდეგ ეს უნდა გადაეწერათ შემოსავალ-გასავლის წიგნში, რომელსაც აწარმოებდა ხაზინადარი. რაც შეეხება ოქმის შედგენას, რადგანაც გამგეობას არ ჰყავდა საქმისმწარმოებელი ოქმი უნდა შეედგინა გამგეობის მდივანს, გარდა ამისა მდივანი კიდევ აწარმოებდა ერთ წიგნს, სადაც ანბანის მიხედვით წერდნენ ყველა წევრის სახელს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ დეკემბრის მიწურულს მთავარ გამგეობას უნდა გაეგზავნა ყველა განყოფილებისათვის შემოსავალ-გასავლის წიგნი, ოქმის ჩასაწერი ბლანკი და საკვიტანციო წიგნი, ხოლო ის განყოფილებები, რომლებსაც შემოსავლის 20% თავის დროზე შეჰქონდათ გამგეობაში უფასოდ მიიღებდნენ აღნიშნულ წიგნებსა და ბლანკებს, დანარჩენ განყოფილებებს კი ფასდადებით გაუგზავნიდნენ.

