საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90441

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძეს რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები წლიურად 15 000 მანეთს უხდიდნენ. ეს ხელფასი მისთვის დეპუტატად ყოფნის დროსაც უნდა დაეტოვებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმონ ქვარიანი მათი ჯგუფის წევრი იყო. ქვარიანმა ეს ინფორმაცია უარყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის VII -VIII კლასების მოსწავლეები ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ლ. ი. სტრავინსკის მეთაურობით ბათუმსა და სოხუმში გაემგზავრნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მოურავი ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ცხრუკვეთელმა აღნიშნა, რომ საჩხერის, ქართლისა და ოსეთის მოსახლეობა საჩხერესთან მდებარე ტყეს ჩეხდა და იაფად ყიდდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ელისაბედაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში თავად-აზნაურებს ჯერ კიდევ დიდი ქონება ჰქონდათ შემორჩენილი და გაუნათლებელ გლეხებს ისევ ბატონობდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა გრიგოლ ელისაბედაშვილის სტატია აფხაზეთის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ელისაბედაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ცხრუკვეთელის სტატია „ჭალის მთა“ დაიბეჭდა. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში კოღუაშვილმა ნადარეიშვილის პურის საცხობიდან 22. 50 მანეთი მოიპარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ხე-ტყის საწყობიდან ვლადიმერ არქიპოვმა ნ. მაღლაკელიძეს 9 მანეთი მოჰპარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატებად კალისტრატე ჩიკვაიძე და პავლე ჩხეიძე დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხთა რწმუნებულების არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ი. კვარაცხელიამ, ი. ოდიშარიამ და ს. იოსავამ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ (რედაქტორი გრიგოლ ჭელიძე) ცნობით, 26 სექტემბერს ქუთაისის თეატრში ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ქართულ სცენაზე დასაქმება სურდათ, გამოსაცდელი წარმოდგენა გაიმართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ვლადიმერ ჩიქოვანმა მიხეილ ვორონოვი დანით თავში დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 22 სექტემბერს ქუთაისში კოსტა ჯიქიამ ერისტო ხარაბაძე დანით ხელში დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა. 

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე თედორაძის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 90 წლის გიორგი აბაშიძეს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და დაჭრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს წვრილ და მსხვილ მემამულეთა წარმომადგენლების არჩევნებზე ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე გააშავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე 71 მემამულე და ამომრჩეველი გამოცხადდა. ოთხი ამომრჩეველი უნდა დაესახელებინათ. კიტა აბაშიძის მომხრეებმა ოთხი კანდიდატი დაასახელეს, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა – ორი.