რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უშაგონში ნაპოვნი ძველი ფულები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ლუკა კუპრაძემ, ილია შაინოვმა, ილარიონ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თითო მანეთი შესწირეს, ივანე ჯაყელმა და მაქსიმე ნაკაიძემ – 20-20 კაპიკი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის შაჰი ნასერ ალ-დინი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, არჩილ ჯორჯაძე და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, არჩილ ჯორჯაძემ და სხვებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ მუშაობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტერევი ქუთაისის ჯანდარმიის პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მიქაძე სადგომის გაქურდვაში ვასილ გომართელს ადანაშაულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისს ივანე ვოლობუევი კლდიდან გადავარდა და თავი გაიტეხა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის დრამატული დასი რუსულ წარმოდგენებს მართავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების შემდეგ მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არსებულ სპეციალურ სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა და რკინიგზის საშუალო ტექნიკური სასწავლებლები დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე დადგინდა თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნება, გორის სასულიერო სასწავლებლის საშუალო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთება და სხვ.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

