რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი უწმინდესი სინოდის კანცელარიის ვიცედირექტორი და საერო განათლების მინისტრის მრჩეველთა წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩს დაავალეს სემინარიის მდგომარეობის გარკვევა და შემოწმება ყველა იმ სასწავლებლისა, რომლებიც წმინდა სინოდის საერო განათლების სამინისტროს განკარგულების ქვეშ იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი წერდა არზებს, თხოვნებს, აპელაციებს და სხვ.
1892
ტიპი: თანამდებობა
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით გორის მაზრის უფროსად უნდა დაენიშნათ პოლკოვნიკი რევაზ შალვას ძე ერისთავი.
1892
ტიპი: ღონისძიება
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი გვამცნობს, რომ მიხეილ ერისთავი სადილად იყო მიწვეული ქარელში ა. ნ. ციციშვილთან, რის შემდეგაც სოფელ ზემო ხვედურეთში მიმავალს ფიზიკურად დაუპირისპირდა მჭედლიშვილი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძეს ბოგვში 140 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა, საძოვარი ადგილები და ტყე ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ანდრიას ძე ბერნატოვიჩის თბილისში, ვერაზე, მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პროკოფი ივანეს ძე შერემეტიევს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პროკოფი ივანეს ძე შერემეტიევის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისააკ თომას ძე ნარიმანოვის თბილისში, ორთაჭალაში, მდებარე ორსართულიან სახლს ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძის ბოგვში მდებარე სახნავ-სათეს მიწას, საძოვარ ადგილებსა და ტყეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.

