რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბეგლარ ახოსპირელის ლექსების მეორე წიგნაკი – „ჩემი ნანინა“ იბეჭდებოდა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 18 ნოემბერს ხონში არისტო ქუთათელაძის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქალაქის სამომხმარებლო საზოგადოების კრება იყო დანიშნული. გამგეობის სახელით იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა მოხსენება საზოგადოების 12 უპირატესობის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბერს კოჯალა ყოლბაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბერს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბერს პოლიტიკურ ნიადაგზე გასამართლებული ბახვა თოლორდავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბერს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 18 ნოემბერს პოლიტიკური მიზეზით გასამართლებული დიმიტრი კვარაცხელია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბერს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ხონში ცხენისწყალი გაიყვანა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 17 ნოემბერს ციხიდან გაქცეული ტუსაღი ხუხუა დააპატიმრეს. ორი ტუსაღის კვალს კი ვერ მიაგნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ციხის უფროსი სეიდი თბილისის საგუბერნიო ციხის უფროსად დანიშნეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ სურკოვი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყალამშის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლის შენობისთვის გადაედოთ კიდევ 10 თუმანი. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა წასულიყო ყალამშაში და გომარეთში სკოლების დასათვალიერებლად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცხრე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ ალექსანდრე მდივნის მოხსენების პასუხად გამგეობამ დაადგინა, მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც სკოლის ნაკლოვანებებს ეხებოდა და ისე გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.

