რეგისტრირებული ფაქტები81819
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში მოსწავლეების ფულადი დახმარების ხარჯი შეადგენდა 305 მანეთს, რომელიც იმ წელს ფინანსების სიმცირის გამო გამგე-კომიტეტმა შეამცირა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორი განაგებდა ოთხ მოსამზადებელ და ოთხ პროგიმნაზიულ კლასს, რომლებსაც სექტემბრიდან შეიძლებოდა მეხუთე კლასიც დამატებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორს პროგიმნაზიული და მოსამზადებელი კლასების გარდა სამეთვალყურეოდ ჩაბარებული ჰქონდა პანსიონიც, სადაც 63 მოსწავლე სწავლობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთის მაზრის უფროსი იყო ივანე ჩეხოვსკოი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვაჭრები და მეწვრილმანეები ყალბ გირვანქიანებს იყენებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ მეფურნე ეღიკიანს უპოვნეს ყალბი საწონი ქვები, ბეჭედდაუსმელები.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 11 მარტს 15 წლის კონსტანტინე თეთრაძე გაუფრთხილებლობით მიწის ქვეშ მოყვა, მამამისის, მოხელე თეთრაძის სარდაფში და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 მარტს ბანკის თეატრში ვასილ აბაშიძე გამართავდა სალიტერატურო საღამოს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მხატვარ გეორქ ბაშინჯაღიანის სურათები.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა, რომელიც ქალაქ ნუხაში (შაქი) მოღვაწეობდა შეადგინა ვრცელი წერილი ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ საინგილოში და დაბეჭდვის ნებართვის ასაღებად წარუდგინა ეგზარქოსს, რომელმაც ნება დართო მას ზოგიერთი ადგილების გამოკლებით დაებეჭდა ეს წერილი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ ამავე წელს პროგიმნაზიულ მეოთხე კლასში სწავლობდა 10-მდე მოსწავლე, რომელთაგან 7 მაინც მეხუთე კლასში უნდა გადასულიყო, რადგან თავისუფლად შეეძლოთ მაღალი კლასის პროგრამის ათვისება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ რამდენიმე წლის გამოცდილებით სკოლაში სწავლის პროცესის უკეთ წარმართვისათვის უმჯობესი იყო მუდმივი მასწავლებლის დანიშვნა პროგიმნაზიულ კლასებშიც კი და თუ ყველა საგნებისთვის არა ზოგიერთისთვის მაინც.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ „დროების“ კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულისთვის ალექსანდრე წულუკიძისთვის ცილისწამების საკითხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის სასადილოში გაიმართებოდა „დიდი კაბარე“, ოპერიდან „ქეთო და კოტე“ შეასრულებდნენ ილიკო ქურხული, კურბატოვი, ისეცკი, ანა ორლოვა, სატინა, ნიროვი და სხვანი, როიალთან ვასილევა-ანდრონიკაშვილისა და ბორის პროზოროვსკი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაკკელის ინიციატივით სამხატვრო გამოფენა გაიმართებოდა კავკასიის მთავარი მმართველის სასახლეში. გამოფენიდან შემოსულ თანხას შესწირავდნენ თბილისის სამხატვრო სკოლას.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ვეისენგოფი, რომელმაც საბჭოს წევრებს მოუწოდა, რომ 600 თუმანი გადაენახათ ავჭალის არხის გამაგრებისთვის და „მაშინის“ გასათბობად თანხის დაზოგვის მიზნით ქვანახშირის ნაცვლად მაზუთი გამოეყენებინათ. საბჭომ გაითვალისწინა მისი მოსაზრება თანხის გადანახვასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიას დაავალა გამოერკვიათ მაზუთით უფრო მომგებიანი იქნებოდა „მაშინის“ გათბობა თუ ნახშირით.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე იმსჯელეს ქუჩების მორწყვა-დაგვაზე. ქოჩორიანცის განცხადებით ქუჩებს დილით ადრე გვიდნენ, რაც სკოლაში მიმავალი მოსწავლეებისთვის საზიანო იქნებოდა. საბჭომ გაითვალისწინა მისი აზრი. მორწყვისთვის გადადეს 17 691 მანეთი, ხოლო დაგვისთვის 35 000 მანეთი წელიწადში.