რეგისტრირებული ფაქტები90438
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზაიზერი ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე ხატიაშვილი და გიორგი გედევანიძე თბილისის საფოსტო კანტორაში დაინიშნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს აფხაზეთში 1918 მაჰმადიანი ქრისტიანად მოინათლა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ მ. დ. მაჭავარიანსა და აღათია შერვაშიძისას.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხუბულოვს 1887 წელს სურამის რკინიგზის კანტორიდან ჩანთის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. მაჭავარიანი დეკანოზი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კუბლაშვილი მას შემდეგ, რაც სკოლის მზრუნველი გახდა, ამბროლაურის სკოლას წელიწადში თითო თუმანს სწირავდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 თებერვალს გიორგი კალაევის რძის მაღაზიიდან სულხან ბალაშვილმა 165 მანეთი და დამბაჩა მოიპარა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სულხან ბალაშვილი 165 მანეთისა და დამბაჩის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში იოსებ ბიბილაური გაქურდეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პ. სვიმონის ძე გეგენოვისა და ანდრია სვიმონის ძე მითაიშვილის ბათუმში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე იოსების ძე კოცებოვს თბილისში, ნაგორნის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანდრია გიორგის ძე ტუროვის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანდრია გიორგის ძე ტუროვს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

