საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: კ. ნ. კანანოვი, ე. მ. ტურკევიჩი, მიპ. ასტვაცატუროვი, ი. გ. მელიქოვი, მ. ა. ხუბურიანცი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნიკოლოზ ელიავა დაეთანხმა ილია ჭავჭავაძის გადაწყვეტილებას, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ ნინო ნაკაშიძის საბავშვო პიესას „კოტეს დანაშაული“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ „მარიამ მაგდალინელს“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალ. ს. ლორთქიფანიძე იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან გახსნა სავაჭრო სააგენტო-საკომისიო კანტორა, რომელიც მდებარეობდა დამფუძნებელი კრების ქ. N5-ში და იყიდებოდა სამეურნეო-სამრეწველო საქონელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ექიმი ისაკ იაკობის ძე მინოვიჩი იღებდა შინაგან და ბავშვთა სნეულებიან პაციენტებს ქუთაისში, ქარვასლის ქუჩა N5 (მწვანე ბაზარი), ყოფილი ექიმ ჭოღოშვილის ბინა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის სასაფლაოზე 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სუსანა მოროისის ასული ჯორჯაძისა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე ჯორჯაძე ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის შვილი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 იანვარს რახიელ დიმიტრის ასულ ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისა ფლობდა ბინას გუნიბის ქ N56.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე ფალავანდიშვილი რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია დავითის ასული ფალავანდიშვილი-გედევანიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე თარხნიშვილი-ფალავანდიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას რძალი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ავალიშვილი რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას სიძე იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 იანვარს ქ. თელავში, ღვთისმშობლის ეკლესიაში ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პეტრე ნიკოლოზის ძე ციხისთავიშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოს გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა მუშათა მდგომარეობისა და განწყობის გასაცნობად ქარხნები დაათვალიერა, სადაც მათ პირობებსა და მოთხოვნებს გაეცნო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ერმილე სტეფანეს ძე პაპიტოვის გორში მდებარე სართულნახევრიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით იორამის ძე თარხან-მოურავის ახალქალაქსა და სათარხნოში მდებარე სახნავ-სათეს მიწებს, საძოვარ ადგილებსა და ტყეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ აბელის ძე კალატოზოვის ბრეთში მდებარე სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუდმილა ათანასეს ასულ შატბერაშვილს ხაშურში 18 დესეტინა და 1600 კვადრატული საჟენი სამოსახლო და სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.