რეგისტრირებული ფაქტები81813
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე სიხარულიძე ფლობდა სასტუმრო „ნოეს“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ ამავე წელს პანსიონის მოსწავლეებისაგან შემოსავალი უნდა შემოსულიყო 5925 მანეთი, თუმცა შემოვიდა 3951 მანეთი და 12 კაპიკი, შემოსატანი სწავლის საფასურის ვალი მშობლებს დარჩათ ჯამში 1973 მანეთი და 88 კაპიკი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ სკოლას სექტემბრიდან მეხუთე კლასი დაემატებოდა, რადგან სახელმწიფო სასწავლებლების მეხუთე კლასში მოხვედრა რთული იყო და შეიძლებოდა პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც მეოთხე კლასს დაასრულებდნენ სასწავლებლის გარეშე დარჩენილიყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მუსიკის საზოგადოების დირექტორმა ივანოვმა კ. პ. პობედონოსცევისთვის ფისგარმონიაზე დაუკრა ყველა ის ხმა, რომელიც ნოტებით ჰქონდა გადაწერილი მღვდლების პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის, გრ. მღებრიშვილისა და ა. მოლოდინოვის დახმარებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „დროების“ რედაქტორმა ქაიხოსრო გელოვანმა განაცხადა, რომ ალექსანდრე წულუკიძის შესახებ შეცდომით დაბეჭდა გაზეთში ინფორმაცია, რადგან შეცდომაში შეიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე წულუკიძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და ქაიხოსრო გელოვანი შეთანხმდნენ, გაარკვიეს ცილისწამებასთან დაკავშირებული გაუგებრობა და მომრიგებელ მოსამართლეს სასამართლო სხდომა გააუქმებინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 აგვისტოს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი პობედონოსცევი შეხვდა საქართველოს ეგზარქოსს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატიო სამღვდელო პირები, სინოდისა და სასულიერო სასწავლებლის მოხელეები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს სოფელ ქარელში გამართულ ქართულ წარმოდგენაზე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მსახიობებმა ს. და ლევან ციციშვილებმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს პოლიციელმა პეტრე კლოვინიუსმა დააპატიმრა გაქცეული ჯარისკაცი ივანე კულენიჩოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კულენიჩოვი ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე კლოვინიუსი იყო პოლიციელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ალექსანდრე მოლოდინოვი მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მღებრიშვილი იყო მღვდელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი უწმინდესი სინოდის კანცელარიის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მუსიკის საზოგადოების დირექტორი იყო ივანოვი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 24 სექტემბერს არტემ ნაზაროვმა ჩხუბის დროს ახალქალაქის მაზრის მოქალაქე დაჭრა, რის გამოც დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევმა თბილისში ყოფნის დროს ისურვა ქართული გალობის მოსმენა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევს ძალიან მოეწონა ქართული გალობის ანუ ქართლ-კახეთის კილო, რომელიც პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის გალობის სახელწოდებით იყო ცნობილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა სიონი, სინოდის რეზიდენცია და შემდეგ ესტუმრა გორის ეპისკოპოსს.