რეგისტრირებული ფაქტები90434
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგ წევრებს: მიხეილ ლორთქიფანიძეს, ოლღა იოსელიანს, ნადეჟდა სანიკიძეს, ტარას სოხაძეს, თეოდოსია კორძაიას, ნინო აბესაძეს, ელენე ხელთუფლიშვილსა და სპირიდონ ლეკვეიშვილს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს იაკობ მანსვეტაშვილის გამომცემლობაში აკაკი წერეთლის რამდენიმე წიგნი იბეჭდებოდა, მათ შორის „ჩემი ნაწერები“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ლ. ი. სტრავინსკი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებას ასწავლიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისის გამგეობის დარბაზში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი ვლადიმერ მიქელაძის პარტიის საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს, მაგრამ მან წევრობაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისის გამგეობის დარბაზში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი ვლადიმერ მიქელაძის გამართულ საზოგადო კრებას დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისში, ალექსანდრე თაბაგარის მაღაზიაში, გრამაფონები, ველოსიპედები, საქსოვი და საკერავი მანქანები და სხვა ნივთები იყიდებოდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ალექსანდრე ანტონის ძე კრასოვსკი ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წელს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ფარნაოზ ჯიქიას 17-წლიანი კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს საგუბერნიო ციხის ზედამხედველმა სპირიდონ ჟორჟოლიანმა საკანში მცირეწლოვანი ტუსაღი მოკლა.

