რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „სუსტ მხარეს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, აქვსენტი ანტონის ძე ცაგარელი და კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისი გაიმართა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ საინტერესო იქნებოდა გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედიის „ხათაბალის“ წარმოდგენა, რადგან კოტე დიმიტრის ძე ყიფიანისა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ ნათამაშებ გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვის როლს ერთმანეთს შეადარებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისზე თაყვანისმცემლებმა საჩუქრები და ყვავილები მიართვეს. თეატრიდან სახლამდე გზა ყვავილებით მოურთეს და პატივისცემის ნიშნად სახლში დიდი ვახშამი გაუმართეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 9 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოპერა „რიგოლეტო“. დადგმაში მონაწილეობდნენ: ზელინსკაია, მოროზოვა, ოვსიანიკოვა, დობროვოლსკაია, მარია ვლადიმირის ასული გედევანოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 9 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოპერა „რიგოლეტო“, რომლის დირიჟორი იყო სამოსუდი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ზელინსკაია იყო საოპერო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მოროზოვა იყო საოპერო მომღერალი.

