რეგისტრირებული ფაქტები81534
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ყოველწლიური კონცერტი 21 დეკემბერს გაემართა. ეს საქმე იკისრეს ოლღა ჭავჭავაძისამ, მარიამ სარაჯიშვილისამ, მარიამ ზაქარიას ასული გაბაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილის გარდაცვალების შესახებ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის კლუბის დარბაზში ტ. ი. ნაზაროვის თაოსნობით უნდა გამართულიყო მუსიკალური საცეკვაო საღამო ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების დასახმარებლად. ბილეთები იყიდებოდა შნეიდერის მაღაზიაში.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს საქმისმწარმოებელ სერგო ავალიანს ბრალად ედებოდა ჯარში გაწვეულ პირთაგან ქრთამის აღება და სამხედრო ბეგარისგან გათავისუფლება. სასამართლომ ავალიანი დამნაშავედ ცნო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ნოემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე გრუზინსკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ახლად გარდაცვლილი საპატიო წევრის, სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივ. ი. ტიხეევის ხსოვნას პატივი მიაგეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ნოემბერს სამეურნეო საჭიროებათა კომიტეტის პირველი სექციის შემდეგ დაინიშნა კრება, რომელზეც განიხილეს ვ. ა. სტაროსელსკის მოხსენება გლეხთა მეურნეობის შესახებ.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში სახალხო კითხვათა გამმართველი საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას 12 კაცი დაესწრო. კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს შტეინისა, ვასილიევისა და ე. ნ. ჩალენკოვისა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
გენერალ-მაიორი ბიძინა ჩოლოყაშვილი 1902 წლის 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, გარდაიცვალა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 28 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე მდებარე სავაჭრო საქონლის მაღაზიის მეპატრონემ, ივანე ფარსაგოვმა პოლიციის მე-9 ნაწილში განაცხადა, რომ მისი მაღაზიიდან მოსამსახურე მიხეილ ნამორაძემ სხვადასხვა დროს 200 მანეთამდე ღირებულების საქონელი გაიტანა და მჭედლების ქუჩაზე მოვაჭრე წყალობა ყაზაროვს მიჰყიდა. პოლიციამ ნამორაძე და ყაზაროვი დააპატიმრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 28 ნოემბერს ქართული დრამატული დასმა დადგა სპექტაკლი ეფემია მესხის მონაწილეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 ნოემბერს სამების ეკლესიაში წირვის შემდეგ გადაიხადეს მიხეილ ივანეს ძე გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა კონსტანტინე მესხის ბენეფისი. მან წარმოადგინა ახალი პიესა „კოვერლეის მკვლელობა", რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წლის 25 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავის მოადგილის, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანის თავმჯდომარეობით გაიმართა საბჭოს კრება.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 24 ნოემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე დაასახელეს თბილისის მოურავობის კანდიდატები: კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი და ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე მიქელაძე, ასევე ბაქოს მოურავი ნოვიკოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის თანაშემწე ი. ა. ნოვიცკის კოლეგებმა ორმოცწლიანი მუშაობის სტაჟი მიულოცეს და სადილი გაუმართეს.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა. გარდაცვლილის სახელზე ვანქის ეკლესიაში წირვა გადაიხადა კათალიკოსმა მკირტიჩ 1-მა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა, რომელიც იყო თბილისში ცნობილი სოვდაგრის, ივანე ჩითახოვის შვილი.