საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ გააკრიტიკა კავკავის სკოლის მართვის ფორმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება გომარეთის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლაში ახალი მასწავლებელი უნდა მიეწვიათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენებები ყალამშიის, გიორგიწმინდისა და საგარეჯოს სკოლების რევიზიების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს საზოგადოების წიგნის მაღაზიის საწყობი მდივნისთვის ჩაებარებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა მოსკოვში პედაგოგიური მუზეუმის დაარსების შესახებ. გამგეობამ მუზეუმის დაარსება საჭიროდ მიიჩნია. ალექსანდრე ჯავახიშვილს მუზეუმისთვის ექსპონატების შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვარლამ იმნაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ, რაზეც გამგეობამ უარი განაცხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ელენე ჩიჯავაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა დაეკმაყოფილებინათ ნინო ყიფიანის თხოვნა, მიეცათ 100 მანეთი, რაც მას ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გორის მაზრაში წარმოდგენებისა და საღამოების ჩასატარებლად სჭირდებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სომეხთა კათოლიკოსის მიმღებმა კომისიამ შეატყობინა, რომ იმავე წლის 14 ივნისს კათოლიკოსი მათეოს II თბილისში ჩამოვიდოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 ივნისიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობის დადგენილებით შაქრო შავიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლებისთვის“ დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ წარადგინა მოხსენებები გიორგიწმინდის, საგარეჯოს, კავკავის, გომარეთისა და ყალამშიის სკოლების რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. თავმჯდომარის ამხანაგი იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა. კრებას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ სამეურნეო კოოპერატიული ამხანაგობა „მომავლის“ თხოვნას ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის იჯარით გადაცემის შესახებ. ამ საკითხს განაგებდა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, რომელსაც ეს მამული უკვე გაცემული ჰქონდა იჯარით უკეთესი პირობებით.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 ივნისს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XV საუკუნის ხელნაწერის „ვასილის ჟამის წირვისა“ და იოანე ოქროპირის „ჟამის-წირვის“ განმარტებები გაუგზავნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის ხელმძღვანელობით 1906 წელს დამწვარი თეატრის შენობის ნაწილის გადაცემის მოთხოვნით ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკს მიმართა.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება 1909 წელს დაარსდა. განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე აირჩიეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების მდივანმა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძემ მთავარ გამგეობას განყოფილების ინსტრუქცია და წიგნსაცავისთვის წიგნები სთხოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება მთავარ გამგეობას ყვირილაში არსებული კერძო ქალთა პროგიმნაზიის თავინთ სახელზე გადმოტანას სთხოვს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) საკვირაო სკოლის გახსნის თაობაზე სათანადო ნებართვა მიიღო.