საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81501

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კომისარი ნიკოლოზ თეოდორეს ძე ლორთქიფანიძე რედუტ-კალეს (ახ. ყულევი) სამხედრო მმართველი, კომისარი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის რეგისტრატორი მელქისედეკ რომანის ძე შახდინაროვი ახალციხის მაზრის აქციზის გადასახადის ზედამხედველად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ლეიტენანტი მატვეი გრიგოლის ძე დანილოვი ახალციხის მაზრის პოლიციის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის რეგისტრატორი იაკობ დიმიტრის ძე გრიზლოვი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი კონსტანტინე ივანეს ძე ცაცკინი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის ასისტენტი ედუარდ ევსტათეს ძე კოცებუ ახალციხის მაზრის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის რეგისტრატორი ანტონ სტეფანეს ძე კრილოვი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი ივანე სიმონის ძე მაჭავარიანი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ალექსანდრე ოსიპის ძე თუმანოვი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე სემიონენკო ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი დავით იგორის ძე ერისთავი ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პორუჩიკი ეფიმ კონსტანტინეს ძე გრეიფი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი გიორგი სტეფანეს ძე მიზანდაროვი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის მმართველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თბილისის გუბერნიის მდივანი იყო ბეჟან ლაზარეს ძე ბეჟანოვი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში გამართული საღამოს შემოსავლიდან ქუთაისის სამეურნეო სკოლის ღარიბ მოსწავლეს, ეგნ. ინგოროყვას 5 მანეთი გაუგზავნეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ეგნ. ინგოროყვა ქუთაისის სამეურნეო სკოლის მოსწავლე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების შემოსავალი ჯამში 13398.92 მანეთს შეადგენდა. აქედან გასული წლის ნაშთი 2718.12 მანეთი იყო, საწევრო გადასახადით მიღებული თანხა — 529 მანეთი, სასკოლო ფონდის შემოწირულობა — 1134.05, დამატებითი მოგება კი — 231.45 მან.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ქვემოქალაქის დრაგუნის პოლკის შტაბს-კაპიტანი, ადიუტანტი იგორ სტეფანეს ძე ლორის მელიქოვი ამიერკავკასიის საქალაქო სამმართველოს უფროსის დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კოლეგიის მრჩეველი ანდრეი ფრანცის ძე დესიმონი იმერეთის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტურკევიჩი ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმეზე დაკავებულების – პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ მუხრანსკის ადვოკატი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტს ბილეთების საფასურით 6977.38 მანეთი შეუვიდა, აბონემენტების საფასურით — 1013.40 მანეთი, პროგრამებით — 222.6, სხვა წვრილი მოგებით კი — 220.98 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თავადი პაველ შამირის ძე მელიქ-ბელიაროვი კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში ქართულისა და სომხური ენების თარჯიმანი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე ვარდოვნა დადიანისამ წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებლისთვის თანხის შემომწირველთა სია გამოაქვეყნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ მეთოდე კაკაბაძის ბინის ქირა – 300 მანეთი გადაიხადა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საკანცელარიოს დიპლომატიურ კორპუსში სპარსულისა და თათრული ენების მთარგმნელი იყო პრაპორშიკი მირზა ფედ-ალი ახუნდოვი.