საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველ სექციაში აგრონომმა ვასილ ილიას ძე რცხილაძემ წაიკითხა მოხსენება „სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველმა სექციამ აგრონომ ვასილ რცხილაძის მოხსენება მიიღო და დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობის წინაშე დახმარების შესახებ.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის ივნისში კონსტანტინე დოდაშვილი მოსკოვის მხატვრობისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დოდაშვილმა ქართული ენის შესახებ ახალი ვრცელი რეფერატი დაწერა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დოდაშვილი საზოგადო კრებაზე თავის ნაშრომს „აღმოსავლეთის სიძველეთა მოყვარულობას“ წაიკითხავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსოკვის უნივერსიტეტის კურსი დაასრულა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის ანთრპოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და ეთნოგრაფიის საიმპერატორი საზოგადოების წევრი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დაეწერა დისერტაცია თემაზე: „რა გავლენა ჰქონდა ბიზანტიას საქართველოს სახელმწიფო და სოციალურ ცხოვრებაზე“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს ქუთაისის საკათედრო სობორში გაბრიელ ცაგარეიშვილმა წირვა აღავლინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციაში მანდელშტამმა წაიკითხა მოხსენება „სტატისტიკის მოწყობის შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციაში ნოე მანუჩარის ძე ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება „გეოლოგიურ გამოკვლევათა შესახებ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ ნოე მანუჩარის ძე ყიფიანის მოხსენებაზე შესაბამისი თეზისები მიიღო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის ლექსი „სამი სურათი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობათა კრებული მალე დაიბეჭდებოდა და გასაყიდად მაღაზიებში დაარიგებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივნისს საქართველოს ეგზარხოსი პალადი იმყოფებოდა კახეთში, სადაც მოინახულა შუამთისა და ალავერდის მონასტრები.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 14 ივნისს სოფელ ჭაქვინჯში ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი მაქსიმე ჭანტურია გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას ფუნქციონირების გასაგრძელებლად თითოეული ქართველისგან დახმარება ესაჭიროებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა მთელი თავისი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა, რომ სამეურნეო სკოლა დაეარსებინა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ 1889 წლის კალენდრის 7 ვერსია დაბეჭდა და ადრინდელ გამოცემებთან შედარებით გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზა მყიდველს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში 1889 წლის კალენდრი დაბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში უნდა მისულიყვნენ თბილისში მდებარე ექვთიმე ხელაძის სტამბაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ფოთში მდებარე ბესარიონ კალანდაძის სტამბაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ქუთაისში მდებარე ვარლამ ჭილაძის სტამბაში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ონისიმეს ასულ წულუკიძის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბ. დევდარიანმა და ზაალ ივანეს ძე ჯანდიერმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3-3 მანეთი შესწირეს, ა. ი. ბაქრაძემ და პ. ი. ქავთარაძემ ― 2-2 მანეთი.