საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89471

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით მუსტაფა ვექილოვი ბაქოს გუბერნიის კომისრის დამხმარედ დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიის საქმისმწარმოებელი ვიქტორ ვიქტორის ძე კლენევსკი გათავისუფლდა თანამდებობიდან თბილისის სამხარეო სასამართლოს წევრად დანიშვნის გამო. ბრძანებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში გიორგი ლომიას საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ნესტორ აბაშიძის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ილიკო ქვათაძის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში კონსტანტინე მამარდაშვილის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 3 ნოემბერს ქურდობაში ბრალდებულ გასპარ ტერ-ზახაროვსა და დავით მიხეილაძეს მომრიგებელმა მოსამართლემ 4-4 თვე პატიმრობა მიუსაჯა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 4 ნოემბერს პოლიციელმა ივანე საყვარელიძემ დააპატიმრა კონსტანტინე ჯაოშვილი, რომელსაც კონსულის ქუჩაზე, ჯაბაროვის სახლში მცხოვრებ პედაგოგ იაკოვლევის გაქურდვაში ედებოდა ბრალი.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ტაგუ სანაიას საქმის შესახებ ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მას ბრალი საბუთების გაყალბებაში ედებოდა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში იულონ, გიგო, ლავრენტი და ხოსრო მალაზონიებისა და ყარამან ტუღუშის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მინას ბერბერიანი სომხური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „Норъ-Даръ“-ის რედაქტორი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროს კომისრის, მ. ჯაფაროვის ბრძანებით, თექის ქარხნის მესაკუთრე ალექსანდრე ზარგარიანცს უფლება მიეცა კავკასიაში შეეძინა 3000 ფუთი შალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატმა კავკასიის ჯარის ხელმძღვანელად დანიშნა გენერალი ლებენდინსკი, შტაბის უფროსად – ლევანდოვსკი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „გაბზარული გული“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ალექსანდრე ჟორჟოლიანი დანიშნა თავის რწმუნებულად ვაჟთა N4 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, ნაწილი III.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია, გამოეყენებინათ იგივე მეთოდები, რომლებითაც ბოლშევიკები რუსეთში ხელმძღვანელობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატია გზას აცდა და მიწის საკითხი ეროვნულ-დემოკრატებისგან ისესხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ ეს კანონი გლეხკაცობას გააპროლეტარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ ჰკითხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს, თუ სად იყო აკრძალული მიწების ყიდვა-გაყიდვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს ჰკითხა, წაკითხული ჰქონდა თუ არა გერმანიის მიწის კანონი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია, ეს კანონი არ მიეღოთ, რათა ვინმეს საშუალება არ მისცემოდა, ბოლშევიკური დროშის ქვეშ შებრძოლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ვერ გაატარეს სოციალისტური კანონი მიწის შესახებ, ეს არ უნდა გამხდარიყო შიშის საფუძველი ქვეყანაში ამ საკითხის სოციალისტურად გადაჭრის საქმეში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა რუსეთში ბოლშევიკების მიერ გამოცემული მიწის სოციალური კანონი ქაღალდზე დაწერილი დარჩა და ვერ განხორციელდა.