საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თომა და ვასილ გეურქას ძე ხარაზოვებს თბილისში სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სიმონ საჩინოს ძე კვიკვიძეს თბილისში, ნაგორნის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრა ივანეს ასულ ეფრემოვის, მარიამ, ბარბარე და ნადეჟდა მიხეილის ასულ ეფრემოვებისა და გიორგი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ეფრემოვების თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ისარლოვი ამიერკავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუნდაძე სარაჯოვის სახლში მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ი. ფარნაშვილი გორში დაჭრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს მეუღლის დასასაფლავებლად 5 000 მანეთი გადასცეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უღრელიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ზაქარია ჯორჯაძემ წინანდლის ვენახებიდან ვაზის რამდენიმე ფოთოლი გასასინჯად გაუგზავნა ქიმიკოს ჰენრიხ სტრუვეს, რომელმაც კვლევისას ვაზის ახალი დაავადება „მილდიუ“ აღმოაჩინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ ურემსა და პირუტყვზე დაწესებული ახალი ბაჟი შემავიწროვებელი იყო არა მარტო სოფლის მწარმოებელთათვის არამედ ქალაქელ მომხმარებელთათვისაც.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისის ქალაქის საბჭოს კრებაზე ევგრაფ იაგორის ძეხოსროევმა განაცხადა, რომ გამგეობა გართულების გარეშე წარმართავდა ურემსა და პირუტყვზე ახალი ბაჟის დაწესების საკითხს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ ურემსა და პირუტყვზე ახალი ბაჟის დაწესების შემდეგ მოქალაქეებისგან საკმაოდ ბევრი საჩივარი მიიღეს, ამიტომ მან საბჭოსგან ახალი გადასახადის დასარეგულირებლად კანონპროექტის შედგენისთვის ნებართვა ითხოვა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობა „სინდისმა დასტანჯა“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ტიგრანიანი ქალაქის საბჭოს მდივანი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გადაწყვიტეს, რომ სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულის შედგენისთვის კონსტანტინე ბებუთოვისთვის ჯილდოს სახით 100 თუმანი გადაეცათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ბებუთოვსა და ტიგრანიანს სამხედრო ბეგრის საჯარისკაცო კრებულის შედგენის გამო მადლობა გადაუხადეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანენკომ განაცხადა, რომ რადგან ბებუთოვმა თავისი ინიციატივით მოაწესრიგა და შეადგინა სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებული, საჭირო არ იყო თანხით დაეჯილდოვებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ბებუთოვს სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულმა დაავალა საქმის წარმოება, ამიტომ 100 მანეთი, რომელსაც მას მადლობის ნიშნად გადასცემდნენ, შრომის საფასურის ანაზღაურება იყო და არა დაუმსახურებელი ჯილდო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ზ. ტატიშვილმა მეორე გიმნაზია წარმატებით დაასრულა, ატესტატი აიღო და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მაისს თელავის კლუბში წიგნსაცავის სასარგებლოდ წარმოადგინეს სამმოქმედებიანი პიესა, მოჩხუბარიძის „არსენა“ და ცაგარლის „მათიკო“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუშები: ვ. ზალაშვილი, ტ. გოცირიძისა, ვ. და ს. ჩოდრიშვილები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა განაცხადა, რომ ბებუთოვისთვის სიტყვიერად მადლობის გადახდაც საკმარისი იყო, რადგან გამგეობას არ ჰქონდა ჯილდოდ გასაცემი 100 თუმანი.