საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87673

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი საძაგლიშვილი ალავერდის ეპისკოპოსი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ალექსანდრე მაღალაშვილმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. კორბოულში იაკობ გოგებაშვილის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით თარხან-მოურავმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას „დავარცხნილი თმა“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ გიორგი ივანეს ძე ბადრიძეს უნდა წაეკითხა ლექცია „მარგებელი საჭმელის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძელობაზე“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ს. ჟორჟოლაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ბუღალტერი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის დეკემბერში იღუმენი ევსევი ჭიჭინაძე გარდაიცვალა. იგი მოწამეთას მონასტრის ეზოში უნდა დაეკრძალათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზუგდიდის მაზრის უფროსი ლავროვი ონში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. ჟორჟოლაძემ განაცხადა, რომ ქალაქის გამგეობის წევრობის არჩევნებზე თავისი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიტროპოლიტმა პალადიმ ნინო ორბელიანისას მეტეხის ტაძრის რესტავრაციისას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის ბენეფისი იყო დანიშნული.

1912

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელი ქუთაისის თეატრის სცენაზე 1912 წლიდან თამაშობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პოდპორუჩიკი ნიკოლოზ ავგუსტის ძე ფონ დერ ნონი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ანდრის მათეს ძე ბაიკოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი გიორგი კარლის ძე დროზდოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კაპიტანი მირზა ფათალი ახუნდოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ივანე მიხეილის ძე იურჩენკო კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არტემ ივანეს ძე იოანისიანი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დამსახურებული სახელმწიფო მოხელე მიხეილ მიხეილის ძე ზნაჩკო-იავორსკი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VIII კლასის სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე დავითის ძე ერიციანი კავკასიის ოლქის  მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ალბერტ თეოდორეს ძე ზალცმანი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს საერთო განყოფილებაში მუშაობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს, თბილისის ახალი თეატრის მშენებლობის დროს, პავლე შტერნი არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 ლის 24 ოქტომბერს პოლიციელმა ილია დგებუაძემ აბასთუმანში ყაჩაღი თეიმურაზ ბერიშვილი დააკავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში კავკავში შუვალოვის სტამბის თანამშრომლებმა საკუთარი გამსესხებელ-შემნახველი სალაროს დაარსება გადაწყვიტეს და 22 ოქტომბერს ამ საქმისთვის 40 მანეთი შეაგროვეს.