რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი გრიგოლ ივანეს ძე ლორის-მელიქოვი იყო ტიტულარული მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა ალექსანდრე დიმიტრის ძე ილიაშენკო, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკი კავკასიის სახელმწიფო ქონების მინისტრი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიის თანამშრომელი ალექსანდრე დიმიტრის ძე ილიაშენკო იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის ინსპექტორი იყო ფეოდოსი დიმიტრის ძე ილიაშენკო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა კავკასიის სახელმწიფო ქონების გამგეობაში და გაეზარდა თანამშრომლების რიცხვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის ინსპექტორი ფეოდოსი დიმიტრის ძე ილიაშენკო იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა დაეარსებინათ სახელმწიფო საადგილმამულო ბანკი სახასო გლეხებისთვის და გაეუმჯობესებინა მათი ყოფა-ცხოვრება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკის გადაწყვეტილებით კავკასიის სახელმწიფო ქონების სამინისტრომ განიზრახა გაეუმჯობესებინა თბილისსა და ელიზავეტპოლის გუბერნიებში მცხოვრები კოლონისტი გერმანელების ეკონომიური მდგომარეობა და ყოფა-ცხოვრება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრის თანამშრომლები მადლიერები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხის, რადგან მისი დამსახურებით თეატრის საქმეები წარმატებულად მიდიოდა, ყველა წარმოდგენაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა და გასაყიდი ბილეთები არ რჩებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მადლიერები იქნებოდნენ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი თუ თავისი როლების სწავლას ჩვეულებად აქცევდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 თებერვალს სომხების თეატრალური დასი არტისტის ადამიანის მონაწილეობით წარმოადგენდა უილიამ შექსპირის დრამას „ჰამლეტს“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადამიანი ცნობილი სომეხი არტისტი იყო.

