რეგისტრირებული ფაქტები89237
სორტირება თარიღი კლებადობით
1970
ტიპი: თანამდებობა
1970 წელს სერგო ზაქარიაძე პოზნანში რუსთაველის სახელობის 70-კაციანი თეატრალური დასის ხელმძღვანელი იყო.
1970
ტიპი: თანამდებობა
1970 წლიდან დიმიტრი ჯანელიძე ხელმძღვანელობდა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით სექტორს.
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა კლავდია დევდარიანის პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე”.
1970
ტიპი: თანამდებობა
1970 წელს ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან თადე წითლანაძეს, ილარიონ ლობჟანიძეს, ვლადიმერ ციბაძეს და გიგა ტურაშვილს გაზეთი „სამშობლო“ გაუგზავნა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 29 ოქტომბერს ვასილ ფერაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გრიგოლ ფერაძის შესახებ საქართველოში დაბეჭდილი პირველი სტატია გაუგზავნა.
1969
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის მარტში ორდე დგებუაძეს მიენიჭა მეცნირების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
1969
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1969 წელს ილარიონ ლობჟანიძე კოლობჟეგში, კათედრალის ქუჩა №1-ის II შესახვევში, ცხოვრობდა.
1969
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1969 წელს თევდორე წითლანაძე გდინიაში, სტაროვოისკას ქ. №8/12-ში, ცხოვრობდა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წელს ივანე რაფიელის ძე გოკიელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წელს ოთარ მიხეილის ძე გორდელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

