რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ივანე სიმონის ძე მესხი ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბერს სიმონ ალექსის ძე ქვარიანს ქალთა წრის მორიგ კრებაზე ქართულ ლიტერატურაზე უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ ოდესაში საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე სიმონ ავალიანს რუსულად უნდა წაეკითხა ლექცია ილიას შესახებ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ევსევი ებანოიძე, ვლადიმერ ეკაშვილი და ლევან თუმანიშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრა გვარამაძე, არჩილ დარასელია და ალექსი დოდაშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სპირიდონ თოფურია, გიორგი თელია და ბარნაბ კაპანაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბიკტორ კაკაბაძე, ალფეზ თავაძე და ივანე დუმბაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არქიფო ლოლუა და პლ. თალაკვაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, შაგრიმან ჟორდანია და ბენ. რამიშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს საარჩევნო კრების დარბაზში აკაკი ჩხენკელი დააპატიმრეს. იგი დეპუტატად არჩევის შემდეგ გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში შალვა გიორგის ძე შარაშიძემ გუბერნატორის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ქუთაისში ყოველკვირეული ჟურნალის, „ჩვენი თეატრის“ გამოცემის უფლების მისაღებად.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სოფ. ჩიბათის პირველდაწყებით სკოლაში მასწავლებლად დანიშნეს რუსი, ქართულის არმცოდნე გერასიმოვი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ნაზარი ლეჟავამ ბაგრატის ტაძრის ზღუდის გამკეთებელ კომისიას 23 მანეთი შესწირა, არისტოტელე ქუთათელაძემ – 5 მან.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს პავლე იაკობის ძე მარინი კავკასიის მეფისნაცვლის საიდუმლო მრჩეველი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე მაისურაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი და სოკრატ მგალობლიშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სიმონ კაშია, იასონ კიზირია და ისაკ კლიმიაშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი როსტოვში იყო გადასახლებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს სოფ. ლეღვეთში დაჭრილი შალვა ჩიქვინიძე ყვირილის სამაზრო სატუსაღოდან ჩამოიყვანეს და საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ანდრეი თევდორეს ძე ნევსკი კავკასიის მეფისნაცვლის ტიტულოვანი მრჩეველი იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ ჭანკოტაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენს პირიდონ კაპანაძეს. მათ კაპანაძის ქალიშვილის მოტაცება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის ნოემბერში დეკანოზმა ვოსტროგოვმა ბათუმის გამგეობაში განცხადება შეიტანა გურია-სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიის ბათუმში გადასატანად შესაფერისი შენობის გამოყოფის შესახებ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, კლემენტი თოფურიძე და გიორგი დგებუაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.