საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით სიმონის ძე მესხის, თომა პუსას ფსევდონიმით, ლექსი „მდიდარი და ღარიბი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „მშობლები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ტ-ს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „მორის მეტერლინკი და თეატრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მხოლოდ ბუნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის წერილი „თეატრის გამგეთა და სცენის მოღვაწეთა საყურადღებოდ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ჯიოკონდა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „დიდი მარხვაა?!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის ლექსი „აკაკს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ქართული თეატრალური მწერლობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მამულაშვილის წერილი „ფრიდრიხ შოპენი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სპარსული თეატრის შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აღალო თუთაევის წერილი „მცირე შენიშვნა ნიკოლოზ ავალიშვილის „ჩვენი თეატრის მატეანიდან“-ის გამო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „შთაბეჭდილებანი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მარტს ნოტარიუსმა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამტკიცა ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრულ საკუთრებად ქცევის დამადასტურებელი ნასყიდობის დოკუმენტი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას სკოლის სამზრუნველოს მიერ გასაყიდად ნისიად წაღებული წიგნების ანგარიში გაუგზავნა და სთხოვა, გაყიდული წიგნების ფული და გასაყიდი წიგნების სია მიეწოდებინათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო“ (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან). დასაწყისი 8 სთ., ფასი მოწაფეთათვის 40 კაპიკი.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ინჟინერმა კოგნოვიცკიმ მტკვარზე, მუშტაიდს ზემოთ ელექტროსადგურის აგების გეგმის შედგენა დაიწყო. გეგმა პროფესორმა არტემიევმა მოიწონა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, საოლქო სასამართლო გამართულ იურისტთა საზოგადოების წევრთა კრებაზე ვექილმა ვ. ი. წოვიანოვმა წაიკითხა მოხსენება „სავაჭრო საქმეთა ადმინისტრაცია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის იურისკონსულტის თანაშემწე ქანანოვმა ტრამვაის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, უკანონოდ გადახდილი ბილეთის საფასურის დაბრუნებას ითხოვდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. კარბელაშვილი ავლაბრის აუდიტორიაში „იასონს“ წაიკითხავდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი ემელიანე ლომთაძე დააკავეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ემელიანე ლომთაძე სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფ. ჯვარცხმის პედაგოგები სერგო რუხაძე და პარმენ ჭანიშვილი დააკავეს.