საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ დ. ბაქრაძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრე (სანდრო) აპოლონის ძე მურვანიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ კლუბში ყველიერის კვირაში საზღვარგარეთ გაგზავნილი ქართველი სტიპენდიატების სასარგებლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის საღამო უნდა გამართულიყო, რომლის დიასახლისად ვ. ა. ბერიძისა მიიწვიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ ნოე ჟორდანიას ბიუსტი დაამთავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ხმოსანთა არჩევნები უნდა გამართულიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს გენერლის მეუღლეს, ასტაფიევისას ქვაბი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე მარია პროტასოვას ხელფასი წელიწადში 420 რუბლს შეადგენდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად ბიკენტი ქუთათელაძემ, მოსიკო ჭელიძემ, მიხეილ სანოძემ და ილარიონ ხაჭაპურიძემ 10-10 მანეთი შესწირეს, დიმიტრი ჯალაღანიამ და როსტომ სულაბერიძემ – 20-20 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად გრიგოლ და ნიკოლოზ ბახტაძეებმა 10 მანეთი შესწირეს, ასლან კარტოზიამ, თედორე ლომაძემ და გიორგი სანოძემ – 5-5 მან., ივანე მელაძემ 10 მან. გაიღო, პარმენ ავალიანმა – 3.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იაგორ გიორგაძემ და სიმონ ელიგულაშვილმა 5-5 მანეთი შესწირეს, ილარიონ ტაბიძემ და სამსონ ბახტაძემ – 10-10 მან., მათე ბახტაძემ – 55 მან. გაიღო, ილიკო ბახტაძემ – 25 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე ელენა ფანჯავიძის ხელფასი წელიწადში 420 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე მარია ბარაუხოვას ხელფასი წელიწადში 420 რუბლი იყ0.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს გრიგორი გოლიცინი ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში გ. თურქესტანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ კიკნაძე ბელგოროდის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელედ დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ლუარსაბ ლოლუა ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ლუარსაბ ლოლუა ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კულამ ბაგიროვი დაინიშნა ბალახანის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მოხელედ. მისი ხელფასი შეადგენდა წელიწადში 480 რუბლს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი ხონის პროგიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელის, ელისაბედ ტერენტიევას ხელფასი წელიწადში შეადგენდა 420 რუბლს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კოჩალოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლ. ლეონიდოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კნიპერი იყო რუსი მსახიობი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 აპრილს თბილისის თეატრში მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ საღამოს გამართავდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კუსრაშვილს გორსა და მეჯვრისხევს შორის მოსახლეობა დილიჯანით გადაჰყავდა.