საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 20 მარტს ონის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ალექსი გრიგოლის ძე გიორგობიანი გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის რევიზია ჩაეტარებინა ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს, მეორე სახალხო ბიბლიოთეკისა – პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს, მესამისა – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს, ხოლო მეოთხისა – იაკობ სოლომონის ძე ღულაძეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება სტამბის იუბილეს მომზადების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ზუგდიდის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, საამისოდ მთავრობასთან ეშუამდგომლა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის ლ. დანილენკოს მიმართვა ავჭალის ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა საზოგადოების მფლობელობაში მიეღო, რის შემდეგაც დახმარებასაც დაუნიშნავდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ პეტრე სურგულაძესთვის ეთხოვათ საგარეჯოსა და გიორგიწმინდის სკოლების რევიზია.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საისტორი-საარქეოლოგიო სექციას მიმატებოდა ახალი წევრი – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლოს სექციის მოხსენება ქართული მოძრავი ასოების შესახებ, რომლის გამოცემაც პეტრე სურგულაძეს დაევალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მიიღო დადგენილება, რომ დათანხმებოდნენ გრიგოლ ტატიშვილის წინადადებას, „ანბანი კანვაზე საკერის“ 300 ეგზემპლარის ნახევარ ფასად შესყიდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ამისთვის თანხა წიგნების გამოცემის ხარჯიდან გამოეყოთ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, გრიგოლ ტატიშვილისთვის უარი ეთქვათ „ანბანი კანვაზე საკერისა“ და „ჩართულის“ კლიშეების შესყიდვაზე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 მარტს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ანეტა ჭყონიას სწერდა, რომ ილია ჭავჭავაძისგან მიიღო „კალმის მონასმი“, რისთვისაც მას დიდ მადლობას უთვლიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას ატყობინებენ, რომ 1909 წლის 15 მარტს ადგილობრივი მთავრობის ნებართვით შეკრებილმა მაზრის მცხოვრებლებმა დააფუძნეს ახალციხის ფილიალი, რათა მესხეთის ქართველობამ აღიდგინოს დავიწყებული დედაენა. წერილს ხელს აწერენ: თამარ ვაჩნაძისა, მიხეილ კვალიაშვილი, პეტრე ხუნდაძე, ბარბარე ღოღობერიძისა, ალ. ხერხეულიძე, ანნა ტერ-გრიგოროვისა, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, ვლადიმერ დაფქვიაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, ქ. ხახუტაშვილი, იოსებ მაისურაძე, ალექსანდრე ციხითათრიშვილი, ოქროპირ გვარამაძე, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი, ივლიანე ლასხიშვილი, გიორგი ღოღობერიძე, ვასო მამფორია, კონსტანტინე გვარამაძე, სოფრონ ზედგინიძე, ანა ზედგინიძისა, გ. გელაძე, ვერა დაფქვიაშვილისა, ეფემია გვარამაძისა, ალექსანდრე სულხანიშვილი, არტემ აზნაუროვი, ფრანც დურგალიშვილი, მიხაილ დურგალიშვილი.

პირები
თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე ბარბარე ღოღობერიძისა ალექსანდრე ხერხეულიძე ანა ტერ-გრიგოროვისა თ. ნ. ჩოლოყაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი ა. ვ. ფედატოვი ქ. ხახუტაშვილი იოსებ პავლეს ძე მაისურაძე ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილი გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე (ღოღაბერიძე) კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე სოფრონ ზედგინიძე ანა ივანეს ასული ზედგინიძე გ. გელაძე ვერა დაფქვიაშვილისა ეფემია გვარამაძისა არტემ ი. აზნაუროვი ფრანც დურგალიშვილი მიხაილ დურგალიშვილი ვასო მამფორია ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე სულხანიშვილი
წყარო

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მამია ვასილის ძე ასათიანი დაიბადა 1909 წლის 14 მარტს ქუთაისში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იროდიონ რცხილაძის თხოვნა, მისი შვილის, ვასილისთვის, წინასწარ გაეგზავნათ ივნისის სტიპენდია – 25 მანეთი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სენაკელი წევრების თხოვნა სენაკში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის სენაკის გუბერნატორს დაკავშირებოდნენ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმელი წევრების თხოვნა ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ ბათუმის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სამტრედიელი წევრების თხოვნა სამტრედიაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ სამტრედიის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება სახალხო მასწავლებლებისთვის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია და გადაწყდა, გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სასკოლო სექციისთვის დაევალებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძისთვის სუხჩაში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მიეწერათ, რომ გამგეობა სკოლას უხელმძღვანელებდა, მაგრამ ყველა ხარჯი სოფელს უნდა გაეღო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ტატიშვილის წინადადება, გამგეობას მისგან ნახევარ ფასად შეესყიდა „ანბანი კანვაზე საკერის“ 300 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოებისა და „ჩართულის“ კლიშეები. გამგეობამ ეს საკითხი ადმინისტრაციულ სექციას გადააბარა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოლომონ ჯაფარიძის თხოვნა, გამგეობას ლატარიაში ჩაეგდო მისი სახლის საბუთი, რისთვისაც ის საზოგადოებას 1000 თუმანს გადასცემდა. გამგეობამ ჯაფარიძეს უარი უთხრა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 6 მარტს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იოანე ქრისტეფორეს ძე შავლაძე გარდაიცვალა.