რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1856
ტიპი: ღონისძიება
1856 წლის 4 სექტემბერს რუსთა ჯარმა აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით სოხუმის ციხე აიღო.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წელს ოლღა ზაქარიას ასული ქურდიანი დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის მეუღლე იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობებიდან განთავისუფლებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 20 მარტს ხუთშაბათს არტისტი გ. ს. ალექსეევ-მესხიევი გამართავდა სასიმღერო და სალიტერატურო საღამოს. იგი რუსულად წაიკითხავდა გოგოლის თხზულებას „შეშლილის წერილებს“ და წარმოადგენდა შილერის ტრაგედიიდან სცენას „ავაზაკები“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 23 მარტს კვირას დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი) გამართავდა კონცერტს, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი) იყო ქართული დრამატული დასის არტისტი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მიერ გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა და ანდრონიკოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მარტს, 21:00 საათზე, ვართან ყაზაროვმა, ოჰანეზ ყაზაროვმა და მიკირტიჩ აკოფოვმა ალექსანდრეს ბაღში გაძარცვეს ზაქარ ასატუროვი, წაართვეს 290 მანეთი და პასპორტი. ისინი პოლიციამ დააკავა და თანხის ნაწილი დააბრუნებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერი“ იყიდებოდა მორიჯის ბიბლიოთეკაში გოლოვინის გამზირზე მუხრან-ბატონის სახლში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში. ფასი ათი შაური იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვართან ყაზაროვი იყო ერევნის გუბერნიის სოფელ იღდირის მცხოვრები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მარტს, საღამოს 10 საათზე, პოლიციის მე-4 განყოფილებაში ექიმ ი. ი. მალინინის კარებთან დატოვეს ვაჟი, რომელიც საბებიო ინსტიტუტში გადაიყვანეს. მალინინმა ბავშვის აღსაზრდელად ყოველთვიური დახმარება გამოყო.

