რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანთაძე იყო მე–4 ხარისხის ტელეგრაფისტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფიის სადგურის ზედამხედველად დანიშნეს ყიფშიძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ყიფშიძე იყო „კოლლეჟსკი რეგისტრატორი“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მოზდოკის ტელეგრაფისტი ამბარცუმოვი გადაიყვანეს არმავირის სადგურში სამუშაოდ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიკავკაზის ტელეგრაფისტი თეოდორე ოლშევსკი სამუშაოდ გადაიყვანეს ბალტიის სადგურში სამუშაოდ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფისტი ივანე იოსელიანი თბილისის ქუთაისში გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის ტელეგრაფისტი მოსე ყიფიანი სამუშაოდ გადაიყვანეს ზუგდიდში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი პარმენ ლორთქიფანიძე სამუშაოდ სოხუმში გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ალახვერდოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქრისტეფორე სააკოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ თ. ერისთავის ახლად გახსნილ სარდაფში იყიდებოდა კახური ღვინოები მისამართზე: სოლოლაკი, სერგიევის ქუჩა, ამირაროვის სახლი N8.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 30 იანვარს ერეკლეს აბანოში თავი მოიკლა აზნაურმა მიხეილ სვიმონის ძე სერგეევმა. იგი 27 იანვარს ჩამოსულა ფოთიდან.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 3 სექტემბერს გენერალ-მაიორმა მადათოვმა შამქორთან დაამარცხა სპარსები.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელი დაამარცხა.
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელის სახანო დაიპყრო.
1821
ტიპი: ღონისძიება
1821 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვმა აჯანყება ჩაახშო აფხაზეთში.
1821
ტიპი: ღონისძიება
1821 წელს ატამანმა ვლასოვმა შავიზღვისპირეთში შემოჭრილი ყუბანს გაღმელები დაამარცხა.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს გენერალ-ადიუტანტ პასკევიჩმა ელიზავეტპოლთან დაამარცხა სპარსები.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის გადმოცემით მწერლებს სამგვარი მძიმე შრომა უწევდათ: ჯერ წიგნი უნდა შეედგინათ, შემდეგ თანხა გამოეღოთ დასაბეჭდად და ბოლოს სტამბის გამართულად მუშაობის საკითხიც მათ უნდა მოეგვარებინათ, რისთვისაც ძირითადად თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საქმე არაშემოსავლიანი იყო მათთვის, რამაც გამოიწვია წიგნების იშვიათი ბეჭდვა.