საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-17 წლებში ფილიმონ მახარობელას ძე მელაძე ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს ქუთაისის გაზეთ „კოლხიდაში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას პირველი ნაწარმოები „ციხის საიდუმლო“ დაიბეჭდა.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი იაროსლავის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1912 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს გამოსცეს გრიგოლ ხერხეულიძის ლექსების კრებული „პირველი სხივი“.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს მიხეილ (მიშა) ჟღენტი დაიჭირეს და 6 წელი კატორღა მიუსაჯეს.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911-1921 წლებში გიორგი თოდუა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლიდან თევდორე ღლონტი სოციალისტ-ფედერალიტთა პარტიას დაუკავშირდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია პარიზის ობსერვატორიაში მუშაობდა.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია იძულებული გახდა, ბაქოდან გაქცეულიყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-13 წლებში შალვა ნუცუბიძე ლაიპციგის უნივერსიტეტში მუშაობდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან შალვა ნუცუბიძე მხოლოდ აკადემიურ მუშაობას ეწეოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს შალვა ნუცუბიძე პოლიტიკურ წრეებს ჩამოშორდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წლის იანვარში ვარდენ თიკანაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობაში, ერმოლოვზე თავდასხმასა და სპარსეთის რევოლუციაში მონაწილეობაში, სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს გურიის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა ყაჩაღების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ვალოდია გოგუაძის მეთაურობით.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს პორფილე პაიჭაძეს და მისი რაზმის ხუთ წევრს – ტრიფონ არაბიძეს, კოლია ლორთქიფანიძეს, ალექსანდრე სვანიძეს, ისმაილ და სერაპიონ ჭუმბურიძეებს – სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1911 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1914 წლებში ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1911 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1911 წელს „წმინდა კათოლიკე იზაბელას“ ორდენის კომანდორთა ჯვრით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან გიორგი ფურცელაძე ლორეს 208-ე ქვეით პოლკში მსახურობდა ბატალიონის მეთაურად.