რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 7 მაისს სოფ. თუზის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, პეტრე სურგულაძე, ტერეზა ხმიადაშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ლუარსაბ ბოცვაძე და დავით კარიჭაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მაისს გედევან გედევანოვს იუბილე მიულოცეს საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ, ლ. ი. მღებროვმა, დრამატული საზოგადოების წარმომადგენელმა ნიკოლოზ ერისთავმა და დრამატურგმა გაბრიელ სუნდუკიანცმა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მაისს გედევან გედევანოვის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს მოლიერის „ტარტიუფის“ მე-4, აქვსენტი ცაგარლის „ხანუმას“ მე-2 და გაბრიელ სუნდუკიანცის „დაქცეული ოჯახის“ (სომხურ ენაზე) 1-ელი მოქმედება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს ქართულ თეატრში სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გედევან გედევანოვის ბენეფისი გაიმართა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს დაგეგმილ გედევან გედევანოვის საიუბილეო საღამოსთვის ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილს ორ დამხმარესთან ერთად აპოთეოზის მოწყობა დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს გედევან გედევანოვის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გაიმართა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 1-ლ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე და დავით კარიჭაშვილი.

