რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს ინჟინრებმა იარალოვმა და ალიხანოვმა კავკასიაში პირველი ზარების ქარხანა დააარსეს. ქარხანაში შესაძლებელი იყო ახალი ზარების დამზადებაც და ძველების შეკეთებაც.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წელს ქუთაისში ჭლექით გარდაიცვალა ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 იანვარს მღვდლის, ილარიონ იაშვილის სახლში ჩამპალი კოჭების გამო მეორე სართულის იატაკი ავეჯიანად ჩავარდნილა პირველ სართულზე. ამ დროს მეორე სართულზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, თუმცა ყველანი მსუბუქი ნაფხაჭნებითა თუ დაჟეჟილობებით გამოუძვრა სიტუაციას. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მათ ბედისწერითა და ღვთის წყალობით გადარჩენილები უწოდეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქალაქ თბილისის მომრიგებელმა მოსამართლემ საინტერესო საქმე გაარჩია. დიდზურაბოვი ბრალს დებდა ალელოვს და ამბობდა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა. დიდზურაბოვს ახლდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ დიდზურაბოვმა ეს ყველაფერი დაგეგმა იმისთვის, რომ ალელოვისთვის 500 მანეთი გამოეძალა. მოწმის თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოყვა დიდზურაბოვს მოწმედ, რომ ჩივილის ამბავი უბრალო ხუმრობა ეგონა. ამ ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გაამართლა ალელოვი და დიდზურაბოვის საჩივარი სცნო „უსინდისო საჩივრად“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 თებერვლისთვის ოლქის სასამართლოში დანიშნული იყო აუქციონი მიხეილ ივანეს ძე ნიკოღოსოვის მამულის გასაყიდად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო სვიმონ ბოდაევის მამული, რომელიც სოფელ ახმეტაში მდებარეობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო მარიამ ფალავანდიშვილის, მიხეილ დავითის ძე ციციშვილისა და გიგო გიორგის ძე ასპინძელაშვილის მამულები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით, სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო ეკატერინე ალექსის ასული ჭელიძის მამული.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით 1888 წლის 6 თებერვალს ქუთაისის დრამატულმა დასმა წარმოადგინა ეფემია მესხის ბენეფისში შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს, ნ. პანოვის განცხადებით, სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო გიგო და თედო ბოლოთაშვილების მამულები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Обозръние“-ს ცნობით 75 000-მანეთიანი მოგება თბილისელ ნოქარ შირაზიანს ერგო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლისადმი მიძღვნილი ლექსი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლექსი, რომელიც საქართველოს კალენდრის შემდგენელს ვალერიან გუნიას მიუძღვნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 იანვარს ქართულ თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატალია ცაგარელი.

