რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის განხილვაზე კავკასიის დეპუტატი კარლო ჩხეიძე შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლას გამოეხმაურნენ დუმის დეპუტატები: მაკლაკოვი და ნ. ნ. ლვოვი (განახლების პარტიიდან).
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვენეციაში მოკლული ტარნოვსკაიას საქმეზე მსჯავრდებულ პრილუკოვს ვენიდან ჩასული ვექილი, როზენფელდი იცავდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურიდან გადადგა ფინეთის ლოცმანთა უწყების უფროსი გენერალი შემანი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტექნიკოს კუზნეცოვს თბილისში ბოლეროს აეროპლანით აფრენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტრამვაის სამსახურის დირექტორი ბატაილი ქალაქის გამგეობას გადასაჯდომი ბილეთების საკითხის მოგვარებას სთხოვდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, შ. შაბანოვმა პოლიციას განუცხადა, რომ რ. დ. შაბანოვს მისმა ნოქარმა, ი. იახ-ოღლიმ დიდი რაოდენობით ფული გასტაცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ი. რუდკოვამ პოლიციას ევდუკია დმიტრევას დანაშაულის თაობაზე მიმართა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ევდუკია დმიტრევა თბილისელი მარჩიელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავსტრიის მოქალაქე ე. შარკოშესი გოლოვინის პროსპექტზე ლ. ბუმახისს მანქანით დაეჯახა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სომხური სასულიერო სასწავლებლის მე-7 კლასის მოსწავლე ა. ა. აგაბეკიანცი გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო მტკვარში გადახტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ხატისოვი წაიკითხავდა ლექციას „ჭლექი და საშვალებანი მის წინააღმდეგ“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ლიხაურში ლარ. თაყაიშვილი დააპატიმრეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ხვარბეთში ადალო გობრონიძე, რაფიელ ბოლქვაძე და მ. რუსეიშვილი დააპატიმრეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედში დათონაიშვილმა და თიკანაძემ ი. ბურჭულაძე მოკლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა სოფელ იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის კრება, რომელსაც სკოლის გამგე ისაკი კეკელიძე და მზრუნველი მიხეილ კეკელიძე ესწრებოდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის დამფუძნებელი ლავრენტი კეკელიძე იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლავრენტი კეკელიძე მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ეგნატე ხრამელაშვილი არტელ „ვარიაგის“ ახალი რწმუნებული და წესდების შემქმნელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა აპრილის, მაისისა და ივნისის პენსიის წინასწარ მიცემის შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. რაიტლის რეჟისორობით სახალხო სახლთან არსებული მუსიკალური საზოგადოება 14 მარტს ოთხმოქმედებიან ოპერა „რიგოლეტოს“ წარმოადგენდა. დირიჟორი – ბ. ვინჩენკო. ბილეთის ფასი 5 კაპიკიდან 80 კაპიკამდე იქნებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. დოლიძე სახალხო სახლთან არსებულ მუსიკალურ საზოგადოებაში ადმინისტრატორად მუშაობდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. ი. ბოზარჯიანცის სახლი მყიდველებს უმაღლესი ხარისხის პაპიროსებს „ივან და მარის“ სთავაზობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავჭალის N34-ში კბილის ექიმი რომანაშვილ-დგებუაძისა პაციენტებს 2-დან 6 საათამდე იღებდა.

