რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საბჭოს თავმჯდომარე იყო ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო სახელმწიფო მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ანდრეი ფრანცის ძე დესიმონი იყო რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარსიმ ავალოვი იყო გორის მაზრის ციხის ზედამხედველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი თუმანიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 სექტემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. ა. შენინგი გაამართლა და მოუხსნა სახელწიფო ფულის მითვისების ბრალდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინოვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბულში რუსეთის ელჩი იყო ნელიდოვი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.

