რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი პირადად თავისი სახსრებიდან აფინანსებდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის ერთ აღსაზრდელს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის 15 აღსაზრდელისათვის გამოუყვია 160-160 მანეთი წელიწადში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1869 წელს თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის სახალხო განათლების საკითხის თაობაზე მიუმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოსთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მელქისედეკ ივანეს ძე მახარაძეს გადასახდელი ჰქონდა 1555 მანეთი და 57 კაპიკი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით ჩვეულებრივი წერილების მიღება საფოსტო ოლქში ყოველდღიურად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით თბილისის საქალაქო საავადმყოფოსთან გაიხსნა სპეციალური განყოფილება 12 კაცსა და 5 ქალზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 15 აღსაზრდელი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით სტავროპოლის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 4 აღსაზრდელი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით ქუთაისის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა ერთი აღსაზრდელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში დაგეგმილი იყო თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრება, რომლის შესახებაც თავად-აზნაურებს მიხეილ პეტრეს ძე ისარლოვმა აუწყა. ასევე მოითხოვა, რომ კრების დაწყებამდე წარედგინათ საბუთები, რომლითაც დაადასტურებდნენ არჩევნებში მონაწილეობისა და თავად-აზნაურთა საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში ბათუმის ოლქის უფროსი ზაგანი დაინიშნა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით რაჭის მაზრის უფროს „სტატსკი სოვეტნიკს“ ზურაბ ყიფიანს ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით ივარსკის ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით მიხედვით არტემ კირაკოზოვს გადასცეს ვერცხლის მედალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში თბილისში უნდა ჩამოსულიყო ცნობილი ლექტორი, ი. რადეცკი. რადეცკის უნდა წაეკითხა ლექციები ბავშვის აღზრდის შესახებ. გამოჩენილი მწერალი და იურისტი პ. ობნინსკი რადეცკის შესახებ წერდა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო და დაუღალავად იბრძოდა ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მართა ნიკოლოზის ასულ იოსელიანს გადასახდელი ჰქონდა 2153 მანეთი და 57 კაპიკი.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 9 ანვარს „ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მუხრან-ბატონის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ყველაზე დიდი მამული საქართველოში მუხრან-ბატონს ეკუთვნოდა. დუშეთში მის მამულს ეკავა 32 ათასი „დესეტინა“ ადგილი. გარდა ამისა, მიწები ჰქონდა ბათუმთან ახლოს და თელავის მაზრაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 იანვარს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ბოცვაძის წერილი. ბოცვაძე წერდა, რომ 66-ე ნომერში წაიკითხა ბ. ი. როსტომაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ისინი მზად იყვნენ გაეგზავნათ თავიანთი გამოცემული წიგნები თერგის ოლქში დასარიგებლად. ლუარსაბ ბოცვაძის თქმით, ის მზად იყო, თუკი გამომცემლები წიგნებს მიაწვდიდნენ, თერგის ოლქში უფასოდ დაერიგებინა მოსახლეობისთვის.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს სვიმონ აბაშიძემ შეწყვიტა სვერის „ნაჩალნიკობა“ და მისი ადგილი დაიკავა ანტონ ქურციკიძემ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 იანვარს ქართულ თეატრში ახალი პიესა, „უბრალოდ დასჯილნი” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლებს ბარბარე ავალიშვილი და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს ყოფილი ბახვის „უჩასტკის ნაჩალნიკი” გიგო ქარცივაძე დანიშნეს გურიანთას „უჩასტკის ნაჩალნიკად”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 იანვარს „ცნობის ფურცელში” კონსტანტინე ივანეს ძე მუხრან-ბატონის შესახებ დაბეჭდილი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, მას და მამამისს, ივანე მუხრან-ბატონს, რვა სოფელში ჰქონდათ გაშენებული ვენახები. მათი ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში და კარგი ღვინის დაყენებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდათ მიღებული, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო გერბი და პარიზის გამოფენის ოქროს მედალი.

