რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო მთავარმართებლის ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „მეთოდური სახელმძღვანელო სამშობლო ენის შესასწავლად“, რომლის ღირებულება 20 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადგადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომლის ფასიც შეადგენდა 3 მანეთსა და 60 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაციით თბილისის სასწავლებელს ღარიბი შეგირდების დასახმარებლად იმერეთის ეპისკოპოსმა შესწირა 120, ეგზარქოსმა პალადიმ კი – 500 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვარს ტელეგრაფისტი ალექსანდრე ბელანოვსკი იოსებ ჭითავამ ხმლით თავში დაჭრა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 29 იანვარს გორის მაზრაში მცხოვრებმა ელიაზარ კოროშიძემ რკინიგზის სადგურიდან ყალბი მოწმობით 11 ყუთი ყურძენი აიღო, რომელიც დაიჭირა ბოქაულის თანაშემწე ვოლუბუევმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებლის ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის სასახლეში გაიმართა მხატვართა გამოფენა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 15 წლის მიხა ანჩიბაძემ, რომელიც მეტყევე გალუსტოვთან მოსამსახურედ მუშაობდა, თავი ჩამოიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის თავად-აზნაურთა სკოლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ სკოლის კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარსა და ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი პ. კარიშევი კავკასიაში ჩამოსვლას გეგმავდა, რათა გამოეკვლია ადგილობრივი „ხიზნების საქმე“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში არტემ თავდიდიშვილმა, დავით დურგლიშვილმა და ნიკოლოზ ოჰანეზოვმა გაქურდეს ორი დუქანი და ერთი სადგომი, რომელიც ეკუთვნოდა ანნა აფრიკოვსა და კიდევ ორ მოქალაქეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი მოკლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში მცხოვრებ სომხებს სვიმონ ოჰანეზოვსა და ავეტიქ ავეტისოვს ბრალად ედებოდათ ვართან ნაზარბეგოვის გაქურდვა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე ზარიძე ორი ვერცხლის საათისა და ფულის ქურდობის გამო 1 წლით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი სამხედრო სამართლით უნდა გაესამართლებინათ.

