საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85202

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს მიხეილ ილურიძე ცხოვრობდა კიევში.

1872

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1872 წლიდან დავით კლდიაშვილს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მფარველობდნენ იქ მცხოვრები ქართველები: ნიკო ლომოური, გიორგი საძაგლიშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი კირიონი), დავით ალადაშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი გიორგი) და მიხეილ ილურიძე.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს დავით კლდიაშვილი მშობლებმა საზაფხულოდ კიევიდან სამშობლოში წამოიყვანეს.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის დროს უფროსკლასელ ქართველებს სრულად ჰქონდათ მივიწყებული მშობლიური ენაცა და სამშობლოც.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ კიევის სამხედრო გიმნაზიიდან სამშობლოში დაბრუნებულს დახვდნენ შეკრებილი თანასოფლელები, რომლებიც ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს მეზობლებთან და მთლიანად სოფლის გლეხკაცობასთან კარგადი ურთიერთობა ჰქონდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის სომხურ ენაზე თარგმნილ თხზულებას „მრევლში“ თან ჰქონდა დართული მწერლის მოკლე ავტობიოგრაფია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 5 ივლისს დაწერილი დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ყაზარ კარაპეტიანცი იყო მთარგმნელი.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ქალაქ თბილისის სასამართლომ გაამართლა გამგეობის წევრებად ნამყოფი ა.ივანენკო და ქრისტეფორე ვერმიშევი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, მხატვრულ-ლიტერატურულმა წრემ წარმოადგინა „სოფლის გმირები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ი. ინაური, ევტიხ თალაკვაძე, ა. ზაქარიაძე, ინწკირველისა და სხვ.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ილარიონის ძე ადამიძე ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეოთხე კურსიდან თბილისის მიხეილის სამხედრო სასწავლებელში გადავიდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძე ქართული გიმნაზიის III კლასში სწავლობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელია ფოთში სცენისმოყვარეთა გუნდის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ დრამატული საზოგადოება დააარსა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრა ჩაჩანიძე 1883 წლის 9 ნოემბერს შუქრუთში დაიბადა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიამ იმერეთის ეპარქიული სასწავლებელი დაამთავრა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიამ ფოთის სამრევლო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „პროვინციის მოღვაწენი (ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიასი)“.

1911

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელია 1911 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტასო აბაშიძემ, ეფემია მესხმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სტეფანე ნოზაძის წერილი 6 ივნისს ხაშურში გამართული ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს ხაშურ-გომის დრამატულმა წრემ ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამო გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს ხაშურში ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის „ოინბაზი“, დავით აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ და ვალერიან გუნიას „მონადირე“.