რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20% – 71. 40 მანეთი გაუგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 მარტს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი ესწრებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მარტს ნოტარიუსმა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამტკიცა ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრულ საკუთრებად ქცევის დამადასტურებელი ნასყიდობის დოკუმენტი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას სკოლის სამზრუნველოს მიერ გასაყიდად ნისიად წაღებული წიგნების ანგარიში გაუგზავნა და სთხოვა, გაყიდული წიგნების ფული და გასაყიდი წიგნების სია მიეწოდებინათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო“ (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან). დასაწყისი 8 სთ., ფასი მოწაფეთათვის 40 კაპიკი.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ინჟინერმა კოგნოვიცკიმ მტკვარზე, მუშტაიდს ზემოთ ელექტროსადგურის აგების გეგმის შედგენა დაიწყო. გეგმა პროფესორმა არტემიევმა მოიწონა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, საოლქო სასამართლო გამართულ იურისტთა საზოგადოების წევრთა კრებაზე ვექილმა ვ. ი. წოვიანოვმა წაიკითხა მოხსენება „სავაჭრო საქმეთა ადმინისტრაცია“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის იურისკონსულტის თანაშემწე ქანანოვმა ტრამვაის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, უკანონოდ გადახდილი ბილეთის საფასურის დაბრუნებას ითხოვდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. კარბელაშვილი ავლაბრის აუდიტორიაში „იასონს“ წაიკითხავდა.

