საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90410

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში პლატონ კაციტაძემ საშა იაგორის ძე კუზანოვი დაჭრა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატის მიერ გამართლებულ ფარნა გეგელიას ადმინისტრაციული წესით როსტოვში აგზავნიდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იოსებ ყიფშიძე პეტერბურგის ინსტიტუტის სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ალექსანდრე დავითის ძე თორაძე ჟენევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტომდე ბესარიონ იოსელიანი გურიანთის ბოქაული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გ. ს. ქუთათელაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან სამ ტუსაღთან ერთად გაიპარა, მაგრამ ისევ დააპატიმრეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 2 დეკემბერს სოფ. კაცხში ბასილ კაპანაძემ გერვასი ჭუმბურიძე ხანჯლით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება ალექსანდრე დავითის ძე თორაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩალხუშიანმა შმაგილოვთან ერთად ძეგვის ხიდის აფეთქება სცადა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანს სურდა თეიმურაზ მეფის ლექსების დაბეჭდვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩალხუშიანი გენერალ-გუბერნატორის თანამდებობაზე იყო ყარსის ოლქში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კორესპონდენტ ირაკლი დიდიძის წერილი „მთის ტრაგედია“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორ ჩალხუშიანი მდიდრულად ცხოვრობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საპასუხო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან მალევე გააუქმა ცალკე სამხედრო მინისტრის თანამდებობა და იგი ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს პარალელურად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 20 თებერვლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აარსებდა მოკლევადიან (ოთხთვიან) საბუღალტრო კურსებს მისამართზე: სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბინა, საბჭოს ქუჩა N 11. კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა პალატის სასკოლო განყოფილების გამგე მიხეილ თაქთაქიშვილთან პალატის ბინაზე ყოველდღე 12-14 საათებში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილისა ნაფიცი ვექილის, იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილის მეუღლე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 აპრილს საადგილმამულო ბანკის თეატრში დაგეგმილი იყო იონა მეუნარგიას პირველი ლექცია გრიგოლ ორბელიანის შესახებ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იესე ბარათაშვილი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, ოლღას ქუჩა N20-ში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „ტრავიატა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ო. შულგინას ბენეფისი, წარმოადგენდნენ „ქ-ნ ბატერბფლაის“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა შულგინა მომღერალი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასკოლო განყოფილების გამგე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პლატონ ლეჟავა გამგეობის წევრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წინაშე პასუხისმგებელ პირად დატოვეს.