რეგისტრირებული ფაქტები90410
სორტირება თარიღი კლებადობით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 25 სექტემბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას ბაქოდან შეატყობინა, რომ ქალაქის ქართული თეატრალური საზოგადოება 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად დიდი საღამოს გამართვას აპირებდა, რისთვისაც მას ილიას თხზულებათა თარგმანები სჭირდებოდა ნებისმიერ ენაზე, რადგან ღონისძიებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მიიიღებდნენ მონაწილეობას.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არგვეთიდან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 24 სექტემბერს ნაფიცმა ვექილმა იასონ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან შეატყობინა, რომ იქაური ქართველები 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელზე სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდნენ. ვექილმა საზოგადოებას სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შესაფერისი მასალის გაგზავნა სთხოვა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის საურთიერთო ნდობის ბანკს, ილია ჭავჭავაძის ფონდის შესაქმნელად ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ. მიმართვას ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იროდიონ ევდოშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დამარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისთვის სამი თუმნის მიცემა გადაწყვიტა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი უთურაშვილის თხოვნა, გამგეობას გომარეთის სკოლის მასწავლებლად დაეტოვებინა. გამგეობა დასთანხმდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად იასონ ლორთქიფანიძე დაემტკიცებინათ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად ტიტე კახიძე დაემტკიცებინათ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად დაემტკიცებინათ გრიგოლ ბურდული.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობას დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და მწერლის პატივსაცემად და მისი ფონდის გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში სალიტერატურო ღონისძიებები გაემართა ილიას ნაწარმოებების მიხედვით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ცალ-ცალკე გამოცემებად დაებეჭდათ. ამ საქმის ორგანიზება სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულიყო სალიტერატურო საღამო, რომლის ორგანიზება სამსონ ფირცხალავას დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 15 პირის თხოვნა ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსი მირიანაშვილის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ტანსაცმლისა და ავეჯის შენახვის შესახებ. ამ საკითხის მოგვარება და ილიას კაბინეტის დაბეჭდვა სამსონ ფირცხალავას დაევალა.
1907
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასახმარებლად მიმართვა დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს: შავი ქვის (მანგანუმის) მწარმოებელთა კრების საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობებს, თავად-აზნაურთა კრებებსა და ბანკებს, – წერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა და დასძენს, რომ ყველგან დიდი თანაგრძნობით მიეგებნენ მოწოდებას.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდნენ, რომ ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოება (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) სხვადასხვა სამწუხარო მიზეზის გამო 31 აგვისტოს ვერ ახერხებდა დელეგატის გაგზავნას ვერც ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე და ვერც კრებაზე დასასწრებად. საზოგადოება აუცილებლად მიიღებდა ნივთიერ მონაწილეობას საფლავის ძეგლის აგებაში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ბაქოდან, ბალახნის ნავთობსარეწიდან, თავადმა ლევან თუმანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ 100 მანეთი გამოგზავნა ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასადგმელად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, მარიამ ელიავა კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა 50 მანეთით დახმარების შესახებ, რაზეც გამგეობა დათანხმდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, სოფიო ნაკაშიძისა აერჩიათ კომიტეტის წევრად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ელისაბედ მდივანი კომიტეტის წევრად აერჩიათ.

