რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა მათხოჯის მომრიგებელი ამხანაგობის წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ილარიონ გიორგის ძე ჩინჩალაძე, ხოლო მდივნად კლასიონ ლევანის ძე მელაძე აირჩიეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაურის მიერ თელავში შეგროვებული 11 მანეთი და 90 კაპიკი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: მიხეილ ხელაშვილი, ვასილ პაატაშვილი, ალექსანდრე ბარნოვი, მარიამ გოშაძე, ქ. გამყრელიძე, ნ. ცისკარიშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაურის მიერ თელავში შეგროვებული 11 მანეთი და 90 კაპიკი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ელენე შიუკაშვილი, სარდიონ ალადაშვილი, ილია გორდეზიანი, ვასილ ბარნოვი, ნიკოლოზ და შალვა მარკოზაშვილები და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო სადგურ სოღანლუღში შეგროვებული 5 მან. 5 კაპ. შემომწირველები: არტემ ქსოვრელაშვილი, კაპ. სამსონია, შ. მათითაშვილი, სერგო ჭამ(ნ)კოტაძე, ს. ლაღიძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ბაგრატ სვიმონის ძე ვირსალაძისგან ალექსანდროპოლში შეგროვებული 22 მანეთი მიიღო. შემომწირველები: ავთანდილ კვიცაშვილი, გიორგი ამილახვარი, გიორგი ჩხეიძე, იოსებ პავლეს ძე თევზაძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას დიდი ჯიხაიშის, საჭილაოს, მუხიანისა და კულაშის სამკითხველოები ჰქონდა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 402 მანეთსა და 14 თეთრს, გასავალი – 400 მანეთსა და 20 თეთრს.

