საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 თებერვალს კბილის ექიმის ვოლფზონის სამუშაო ადგილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა ორი კარადა. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაიწყო გამოძიება.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 31 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აფხაზეთში ტ. მარშანიას ოჯახის მსახური სახლში დაბრუნების დროს მოკლეს და აღებული ჯამაგი მოპარეს.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წელს ტ. მარშანია თავადი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის საკომერციო კლუბში 1-ელ მარტს გაიმართებოდა წარმოდგენა, ალექსანდრე მოჩხუბარიძის თხზულება „ყაჩაღი არსენა“ სამმოქმედებად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის საკომერციო კლუბში 1-ელ მარტს გაიმართებოდა წარმოდგენა, ავქსენტი ცაგარლის მიერ გადმოკეთებული „პრიკაშჩიკი შკაფში“ ერთმოქმედებად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფიდელმანი იყო ფლეიტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფაინერი იყო კლარნეტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გროშევი იყო ჰობოის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაიმანი იყო ფაგოტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის საოპერო სტუდიის კლასში მასწავლებლები იყვნენ: სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი; თეორიისა და კომპოზიციის კლასში – ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე (ქართული განყოფილება), დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (რუსული განყოფილება).

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში გარდაიცვალა ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძე იყო ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან დაბრუნდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ამიერკავკასიის ბანკის გამგეობა, აღმასრულებელი კომიტეტი და მოსამსახურეები იუწყებოდნენ, რომ ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძეს გამოასვენებდნენ 15 იანვარს, 13 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან და დაკრძალავდნენ კუკიის სასაფლაოზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძე იყო პოლკოვნიკი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული მიქელაძე იყო პოლკოვნიკ ალექსანდრე მიქელაძის და.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ აბაშის მოსახლეობას სურდა ერთიანი ძალებით აეშენებინათ სკოლისთვის შენობა, თუმცა მათი სურვილი ადგილის შეუთანხმებლობის გამო სურვილად დარჩა. სკოლის შენობის აგების საქმის მოგვარებას ყველაზე მეტად ბესარიონ კალოიანი ცდილობდა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ექვთიმეს ძე დონაძე იყო ეკატერინე კონსტანტინეს ასული მიქელაძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლადო დონაძე იყო გრიგოლ ექვთიმეს ძე დონაძისა და ეკატერინე კონსტანტინეს ასული მიქელაძის შვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, 23 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართული კლუბის დარბაზში მივიდნენ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი და დიდი ბრიტანეთის სამხედრო რწმუნებული მაიორი დეილისი და შეხვდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებს, კლუბის მამასახლისსა და მთელ შემადგენლობას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართულ კლუბში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის შესახვედრად მივიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე ლომთათიძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალერიან ჯუღელი, ქალაქის მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სალომე ილიას ასული აბაშიძე-მამინაიშვილისა იყო პოლკოვნიკ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძის დისშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე როსტომის ძე მამინაიშვილი იყო პოლკოვნიკ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძის დისშვილი.