რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ და ეკატერინე მიქელაძე და ნათესავები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველ საღამოს, 6 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭაში მდებარე სკოლების ხელმძღვანელები ქუთაისში მდებარე წიგნის მაღაზიის მეპატრონეებს ვარლამ ჭილაძესა და იოსებ მურადოვს სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დახმარებას სთხოვდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს, 13 საათზე მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის ცნობა მიულოცეს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიპლომატიურმა რწმუნებულებმა, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ ა. ი. ხატისოვმა სომხურმა სამღვდელოებამ, საქართველოს კათალიკოსმა ლეონიდემ, ჩეხოსლოვაკეთის „სვატოშის“ წარმომადგენელმა, სენატის თავმჯდომარემ, საფრანგეთის სამღვდელოებამ, სომეხმა პოეტმა ო. ვ. თუმანიანმა, „კავკაზსკოე სლოვოს“ რედაქტორმა ი. მ. დოლუხანოვმა, და სხვა საზოგადო წარმომადგენლებმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გიორგი საძაგლიშვილმა შესწირა 6 ვერცხლისა და 4 სპილენძის ძველი ფული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „კავკაზი“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილს უარი მოუვიდა პეტერბურგიდან საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ქართულად ბეჭდვის თაობაზე, როგორც ვასილ რცხილაძესა და მ. ქართველიშვილს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს თბილისში ჩამოვიდა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 12 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით ლიტანიით გაემართებოდა თავისუფლების მოედანზე, სადაც გადაიხდიდა საზეიმო პარაკლისს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ განათლების სამინისტროსა და კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო თათბირი ქართული კონსერვატორიის დაარსების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრებაზე საგანგებო სხდომა ქართული კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით დაინიშნა 18 იანვარს 12 საათზე ქართული სამუსიკო საზოგადოების სკოლაში, პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება სთხოვდა ყველა იმ პირთ, ვისაც მოეპოვებოდა განსვენებული კომპოზიტორის, ნიკო (კიკო) სულხანიშვილის საერო თუ ეკლესიური ნაწარმოებები, მიეტანათ საზოგადოებაში მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება აპირებდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის თხზულებათა შეკრებას და გამოცემას.

