რეგისტრირებული ფაქტები87606
სორტირება თარიღი კლებადობით
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წელს სტეფანე ზაქრაძემ და სტეფანე ჯიქიძემ მჭედელი კრავჩენკო რკინიგზის საავადმყოფოს კიბეზე მოკლეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე გახშირებული ტერორისტული აქტების ფონზე მთავრობამ იქ თავისი სპეციალური წარმომადგენელი კრიმ-გირეი მიავლინა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს მეფისნაცვლის თანაშემწე კრიმ-გირეი გურიაში გაემგზავრა და მოისმინა იქაური გლეხების მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიის გლეხებმა მეფისნაცვლის თანაშემწე კრიმ-გირეის წარუდგინეს მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიის გლეხების მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ-დემოკრატიული პროგრამის საფუძველზე თევდორე კიკვაძის ბინაში შემუშავდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ოზურგეთში მცხოვრები თედო კიკვაძის ბინაზე იკრიბებოდა იმ დროს ახლადდაარსებული სოციალ-დემოკრატიული ბიურო.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს სოციალ-დემოკრატიული ბიურო, რომლის წევრიც გახლდათ თევდორე კიკვაძე, ხელმძღვანელობდა გურიის გლეხკაცთა ინტერესების დამცავ მოძრაობას.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ საკითხთა მოუგვარებლობით გამოწვეული მღელვარების ჩასაქრობად, მთავრობამ იქ დამსჯელი რაზმი გაგზავნა გენერალ ალიხანოვ-ავარელის მეთაურობით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე სახალხო მღელვარების ჩასაქრობად, გენერალმა ალიხანოვმა სამხედრო და საალყო წესები გამოაცხადა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, იქ მივლენილმა გენერალმა ალიხანოვმა რევოლუციონერების წინააღმდეგ უსასტიკესი ზომები მიიღო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, იქ მივლენილმა გენერალმა ალიხანოვმა ადგილობრივებში გააჩინა ხალხის მოღალატეები და დამსმენები.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, თევდორე კიკვაძეს განსაკუთრებით ემტერებოდნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე სახალხო არეულობის პერიოდში, იმ დროის ცნობილი ადგილობრივი დამსმენები იყვნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს პოლიციამ ადგილობრივ დამსმენთა მითითებით თედო კიკვაძის ბინა გაჩხრიკა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში თედო კიკვაძის ბინის ჩხრეკას ბოქაული სალაყაია ხელმძღვანელობდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904-1906 წლებში შორაპნის მაზრის გლეხები რუსეთის ჯარში აღარ მიდიოდნენ, აფრასიონ მერკვილაძეს აფარებდნენ თავს.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე დაიბადა 1903 წლის 22 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე პოლიექტოსის ასული გაგოშიძე 1903 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. 20 დეკემბერს მოინათლა. ნათლისღება მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ მედავითნე სოფრომ გაგოშიძესთან ერთად შეასრულა. ნათლია თეიმურაზ გოგოლაშვილის მეუღლე – ელპიტი გვაჯასპირის ასული იყო.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ წერილობით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ქუთაისის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შესრულებისა და ყველა ტიპის სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ.
1903
ტიპი: გარდაცვალება
1903 წლის 4 დეკემბერს რიონის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოვანე გიორგის ძე მორჩაძე გარდაიცვალა.

