რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლუკა ესტატეს ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სათარხნოში მდებარე 810 დესეტინა და 600 ოთხკუთხი საჟენი სახნავ-სათიბი, საძოვარი, ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლუკა ესტატეს ძე თარხან-მოურავს დავალიანება ჰქონდა 5662 მანეთი და 75 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და დუშეთის მაზრაში მდებარე 66 დესეტინა და 2140 ოთხკუთხი საჟენი სახნავ-სათიბი, ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს დავალიანება ჰქონდა 1061 მანეთი და 10 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე ბარათაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ქვემო წერაქვში მდებარე 230 დესეტინა და 520 ოთხკუთხი საჟენი სახნავ-სათესი მიწები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გრიგოლის ძე ბარათაშვილს დავალიანება ჰქონდა 2082 მანეთი და 68 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ელიზავეტპოლის გუბერნიასა და ქაზახის მაზრაში მდებარე 782 დესეტინა და 290 კვადრატული საჟენი სახნავი მიწები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ პაატას ძე საგინოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ელიზავეტპოლის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ხოდაშენში მდებარე 267 დესეტინა სახნავი ადგილები და ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ და ვასილ ზაქარიას ძე აკიმოვებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ელიზავეტპოლის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე 846 დესეტინა და 605 კვადრატული საჟენი სახნავი, სახლ-კარის ადგილები, საძოვარი, ვენახები და ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ივანეს ძე გამაზოვს დავალიანება ჰქონდა 1248 მანეთი და 97 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 იანვარს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილი განცხადება იუწყება, რომ ს. პ. პავლოვმა ხელით სატრიალებელი საკერავი მანქანების სახელოსნო გახსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვლის სასამართლო უწყების თანახმად, კიკვიძე გახდა გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ოზურგეთის ქალაქისთავს, ნიკოლოზ თავდგირიძეს მოლაპარაკება ჰქონდა უცხოელ ინჟინერთან ნატანებიდან ოზურგეთამდე რკინიგზის გაყვანის თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად ინჟინერი ოზურგეთში ჩამოვიდა და რკინიგზის გაყვანის ხარჯები დაიანგარიშა. მისი თქმით, ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა ნატანებსა და ოზურგეთს შორის 250 000 მანეთი უნდა დამჯდარიყო. ის ფიქრობდა, რომ რკინიგზის გაყვანა ოზურგეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 იანვარს სურამში ქუთაისელმა იაკობ ავთანდილოვმა დანით დაჭრა გაბო ტიჟუევი, რომელიც მეორე დღესვე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 იანვარს გაბო ტიჟუევმა სცემა მოქალაქე კაპანაძე, რომელიც 17 იანვარს გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა სამწუხარო ამბავი იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე, გრაფინია ტატიშჩევისა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვოდა თბილისში არსებული უსინათლოთა სასწავლებლის დაარსებასა და მის ფუნქციონირებაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე გრაფინია ტატიშჩევისა. ივანენკომ ქალაქისთავის მოადგილეს დაავალა, ხლებოდა გრაფ ტატიშჩევს და მიესამძიმრებინა მეუღლის გარდაცვალება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბს მიუსწრო მამასახლისის თანაშემწე ილიკო ტაზიაშვილმა, რომელმაც მათი გაშველება სცადა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. მათ გაშველებას ცდილობდა ილიკო ტაზიაშვილი, რომელსაც ილია ტატიევმა ხანჯალი გაუყარა. ტაზიაშვილი გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, იაკინთე ოგანეზოვი, იაკინთე ს-ს ძე ალიბეგოვი, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, ლ. ა. კოკოჩოვი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ლუკა ასათიანი, მ. ნ. ნიკოლაძე.

