საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და ორი სხვა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში სწავლა 21 მაისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა 17 მაისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი ივანეს ძე მესხი დაიბადა 1905 წლის 12 მაისს ქუთაისში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარ იოსების ასულ თავართქილაძის თხოვნა წიგნების კრედიტით მიცემის თაობაზე.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ ვლადიმერ გაბრიელის ძე ფოფხაძის თხოვნა ხვანჭკარის სკოლაში მოსწავლეებისთვის უფასო წიგნების გაგზავნის შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და რამდენიმე პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს 1904 წლის საზოგადო კრების პროტოკოლების შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 13791 89 მანეთი, დაიხარჯა – 12947. 10.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა დიმიტრი არაყიშვილის მიერ შედგენილი ერთხმიანი სიმღერების კრებული დაწყებითი კლასებისთვის. კრებულში იყო 23 სიმღერა ჩონგურის აკომპანიმენტით.

1905

ტიპი: განათლება

ნამსახურეობის სიის მიხედვით, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ 1905 წლის 27 აპრილს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია ოთხი საზოგადო განათლების კურსით და მიიღო N197 მოწმობა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 26 აპრილს შ. ჩიტაძის თაოსნობით თბილისში გაიმართა მასწავლებელთა პოლიტიკური შინაარსის ყრილობა, რომელზეც მან დაახასიათა რუსეთის პოლიტიკური ვითარება, ხალხის უუფლებობა და სკოლისა და საზოგადოდ სწავლა-აღზრდის მახინჯი მხარეები.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ს. კლებანსკი ექიმი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ბ. უმიკოვი შინაგან სნეულებათა და ბავშვთა ექიმი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ა. პ. კარაპეტიანი შინაგან სნეულებათა ექიმი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლ. ი. ქამოევი დერმატო-ვენეროლოგი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი (ჯიბგირი) ოდიშვილი და სანდრო ცხინვალელი 24 აპრილს ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ისტამანოვი ვენერიულ სნეულებათა ექიმი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გეორქ ბეკიანი თვალის ექიმი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. მ. არწრუნი ყელ-ყურის ექიმი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მსროლელთა ბატალიონის მახლობლად მდებარე ნადიროვის მამულები ღარიბ-ღატაკებმა და უსახლკაროებმა მიიზომეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ციმბირის მეოთხე მსროლელთა ბატალიონის პროპორშიკმა, ბრეტონმა თავი მოიკლა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დანიელის ძე ალავერდაშვილი (გიორგი ჩარხიშვილი) არის ავტორი რომანის „ცხოვრება და სიყვარული“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლ. სანდეცკიმ ყოველდღიური გაზეთის, „ბატუმსკი ლისტოკის“ გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ძიმითში ვ.კილაძემ მოკლა გ. ხელაძე.