რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბათუმის სკოლის კომიტეტს გადაეცა 300, ხოლო ვლადიკავკაზისას – 496,60 მანეთი.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 4 აპრილს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა დუშეთის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის, მალაქია ცხვედაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმე და მისთვის ზოგიერთი უფლების ჩამორთმევა და 2 წლით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაწყვიტა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გიორგი ვასილის ძე გლურჯიძის პანაშვიდი 21 მარტს თელავის საკათედრო ტაძარში გაიმართებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე ქრისტესიაშვილმა ავშაროვის ხის სახერხ ქარხანაში დანადგარზე მაჯა მოიჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანტონ ცირული პარტნიორისთვის ბოთლის ჩარტყმის მიუხედავად, სასამართლომ სასჯელისგან გაათავისუფლა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალნაგ ალი ოღლიმ და ჯალილ მამედ ჰასან ოღლიმ აბას კელბალაი ოღლი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ასტემირ ხაიზერმა ცოლი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილ სუბდალცევმა ჩხუბის დროს ხეჩატურ ამირხანოვი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბარსეგ ბარსეგოვმა 12 წლის მხითარ ყაზაროვი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აბრამ გაბანოვი სამმა უცნობმა პირმა თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ბაციელაშვილის სახლს და საბძელს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაპლო ხაჩატუროვის მაღაზია გაძარცვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი მოსეშვილის სახლს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბადო მუხაურმა დადო გათოს ძე მუგური ჩხუბის დროს თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეჩხუმში ბოქაული მახარაძე მოკლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტს მღვდელი ექვთიმე ელიევი ჭოპორტსა და საგურამოში გაფიცულ გლეხებს შეეწინააღმდეგა, რის გამოც ხალხის რისხვა დაიმსახურა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტანსაცმლის მკერავ ი. ნ. სვანიძის სამკერვალო სასულიერო აკადემიის პირდაპირ მდებარეობდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 20 მარტის "ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქოში მოკლულ მიქელაძეს სიკვდილამდე რამდენიმე წერილი მიუღია, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალიხანოვი თბილისის ხორცის დუქნების გამგე იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პატარა ცემში მდებარე ვახტანგ ღამბაშიძის სანატორიუმი იღებდა პაციენტებს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ბაბუევმა აკოფ აკოფოვს რევოლვერი ესროლა და ააცილა. ბაბუევი დააპატიმრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, 16 მარტს ქუთაისში გამართულ სამღვდელოების კრებაზე სიმონ მჭედლიძე სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის ელჩი პავლე ლესარი პეკინში გარდაიცვალა.

