რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეც მიიწვია ამ საქმის განსახორციელებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გამოქვეყნებულ „მემუარებში“ ბერტა კინსკიმ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დიმიტრი თოფურია 1909 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 1 იანვრისათვის ლევან მაღალაშვილი თერგის კაზაკთა ჯარების სუნჟა ვლადიკავკაზის პირველი პოლკის პოდიასაული იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-1912 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი უფროს ადიუტანტად მსახურობდა 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1909 წლიდან საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც ჩაწერილები იყვნენ: ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, თამარა ალექსის ასული ყაზახაშვილი, ანა აბელის ასული აბელაშვილი, ნინო ივანეს ასული როსტომაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ელისაბედ ქართველიშვილი, კიკო აბელაშვილი, ილია აფხაიძე, კოტე ტარტარიშვილი, ნიკოლოზ ღუდუშაური და დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 30 დეკემბერს აგენტმა ვასილ კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: გიორგი ბოჭორიშვილი, მიხეილ ცისკარაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე კალატოზიშვილი, ნიკიფორე მამინაიშვილი და მიხეილ სოლოვიოვი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, ვალერიან იოსების ძე კიკნაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ქაიხოსრო დავითის ძე მაჭავარიანი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ივანე ათანასეს ძე მაყაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი და გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ ფოსტით გაუგზავნა საწევრო – 90 მანეთი. საზოგადოების წევრობის მსურველმა 30 პირმა თელავიდან 3-3 მანეთი შეიტანა საერთო სალაროში.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა 1909 წელს საზოგადოების წევრობის მსურველთა ოცდაათ კაციანი სია. ის სთხოვდა მთავარ გამგეობას 4 იანვრის კრებაზე განეხილა ამ პირების საზოგადოებაში გაწევრიანების საკითხი და გადაწყვეტილება ეცნობებინა თელაველებისთვის.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნატორის თხოვნა სოფ. მუხურის ბიბლიოთეკის გამგედ მან. გაბრიჭიძის ნაცვლად სხვა პირის წარდგენის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თხოვნა კანცელარიისთვის 15-20 მანეთის ღირებულების ღუმლის შეძენის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება პირველი და მესამე ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკებს მხოლოდ ქართული ჟურნალ-გაზეთები გამოუწერა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ჯუმათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკას 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

