რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ნუხიდან დიმიტრი ასანიძემ, ივანე მესხიევმა და ვასილ მრელოვმა 11 მანეთი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ანასტასია ზურაბოვმა მოუსავლიანობის გამო დაზარალებული ქიზიყის მცხოვრებლების დასახმარებლად ოჩამჩირეში 21 მანეთი შეაგროვა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.
1802
ტიპი: ღონისძიება
1802 წლის 13 ნოემბერს კასპიის ფლოტილია პავლე ციციანოვის განკარგულებაში გადავიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დროს თედო სახოკიამ დაკარგა დღიური, რომელიც შემდგომში საქართველოს მუზეუმში აღმოჩნდა.
1811
ტიპი: ღონისძიება
1811 წელს გენერალ-მაიორმა თეოდორე სიმონოვიჩმა და თამაზ ორბელიანმა კახეთში აჯანყება ჩაახშეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში თედო სახოკია სოხუმში თავგანწირვით ებრძოდა რუსული იმპერიალიზმის მიერ ქართველთა გარუსების პოლიტიკას.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს გენერალ-მაიორი ვალერიან მადათოვი თავისი ჯარით განჯაში ჩავიდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად ნუხიდან კონსტანტინე ჭიჭინაძემ, ესტატე მაღალაშვილმა და სოლომონ ზანდუკელმა 13 მანეთი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 22 მაისს გორის სასამართლომ განიხილა სოფ. ხიდისთავის მცხოვრებთა საჩივარი გრიგოლ ივანეს ძე ერისთავისა და მღვდელ ტერ-სტეფანოვის წინააღმდეგ, რომელთა ინტერესებს სხდომაზე ვექილი კ. ნ. რეიტერი წარმოადგენდა.